კლუბში რომ ყველაფერი რიგზე არ არის, ეს ერთი შეხედვითაც ჩანს. თუ პრესას დავუჯერებთ, ფეხბურთელები ორ ნაწილად დაიყვნენ. ნაწილი სოლსკიაერს უჭერს მხარს, ხოლო მეორე ნაწილი ფიქრობს რომ ოლე უნდა წავიდეს.
ნორვეგიელის წასვლას ემხრობა ბრუნო ფერნანდეში, რომელსაც ოლესთან ურთიერთობა საკმაოდ დაეძაბა. ის თვლის, რომ ოლე არ შეესაბამება კლუბის ამბიციებს.