დონის სადებიუტო გოლი ნაკრებში და ჰარის საშინელი თამაში.
დონი ვან დე ბეეკმა პირველი გოლი გაიტანა ჰოლანდიის პირველ გუნდში და დაეხმარა ფრანკ დე ბურის გუნდს ერთი ქულის მოპოვებაში იტალიასთან.
შეხვედრის 25-ე წუთზე ძლიერი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. "იუნაიტედის" ნახევარმცველმა შეხვედრის 90 წუთი ითამაშა.
ნიდერლანდები ჯგუფში მესამეა, ერთი ქულით ჩამორჩება იტალიას და ორი ქულით ჩამორჩება პოლონეთს.
სკოტ მაკტომინეი აგრძელებს შოტლანდიის ნაკრების წარმატებას. სტივ კლარკის გუნდმა ერთა ლიგაში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და დაამარცხა მათი მთავარი მეტოქე, ჩეხეთის ნაკრები, 1-0. მაკტომინეიმ კვლავ სრული მატჩი ჩაატარა, ხოლო შოტლანდიელებმა პირველი ადგილი დაიკავეს და მეორე ადგილზე გასულ ჩეხებს 4 ქულით უსწრებენ.
უელსმა, რაიან გიგზის მეთაურობით და დენ ჯეიმსისა და დილან ლევიტის მონაწილეობით, ასევე მოიგო 1-0, ბულგარეთში გასვლაზე. ჯეიმსმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, 50-ე წუთზე მიიღო ყვითელი ბარათი და შეცვალეს შეხვედრის 54-ე წუთზე.
ამ მატჩის შემდეგ, უელსმა B4 ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ფინეთიდან ერთი ქულით ჩამორჩა.
სამაგიეროდ, ჰარი მაგუაიერი ინგლისელი გულშემატკივრების კრიტიკის ობიექტი გახდა. ჯერ იყო და 5-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, შემდეგ კი მოედნის ცენტრში ჯერ ბურთი დაკარგა მარტივ სიტუაციაში და შემდეგ დაარღვია თამაშის წესი და მსაჯმა მოედნიდან გააძევა. რამდენიმე წუთში დანიელებმა მოიპოვეს პენალტი, რომელიც კრისტიან ერიქსენმა გოლად აქცია და თამაში ასეც დასრულდა.
მარკუს რაშფორდი, მაგუარის მსგავსად, სასტარტოში გამოვიდა, მაგრამ ვერ შეძლო მეტოქის კარში დარტყმა და შეხვედრის 72 წუთზე შეცვალეს. დინ ჰენდერსონი კვლავ სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
ამ თამაშის შემდეგ ინგლისი ცხრილში მესამე ადგილზე ჩამოვარდა, დანიასთან თანაბარი ქულებით და 2 ქულით ჩამორჩება წამყვან ბელგიას.
როგორც მოსალოდნელი იყო, ბრუნო ფერნანდეშს მოედანზე დაუპირისპირდა თანაგუნდელი ვიქტორ ლინდელოფი და მხოლოდ პორტუგალიელი ნახევარმცველის იყო წარმატებული ოთხშაბათი. პორტუგალიელებმა შვედები 3-0 დაამარცხეს, ლინდელფმა სრული მატჩი ჩაატარა და ფერნანდეში შეცვალეს 88-ე წუთზე, ყვითელი ბარათის მიღებისთანავე.
ანტონი მარსიალი გამოჩნდა საფრანგეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში, რომელმაც ხორვატიის ნაკრები ანგარიშით 1:2 დაამარცხა. "იუნაიტედის" თავდამსხმელმა ერთ საათზე მეტი ითამაშა და თამაშის ბოლო 16 წუთი პოლ პოგბა შემოვიდა მოედანზე.
ეს იყო საერთაშორისო შესვენების ბოლო დღე და "იუნაიტედის" ყველა ფეხბურთელი ბრუნდება კლუბში.
http://www.manutd.ru/