ოლე გუნარ სოლსკიაერმა დაიცვა "მანჩესტერ იუნაიტედის" მიდგომა სატრანსფერო ბაზარზე მას შემდეგ, რაც "სევილიას" სპორტულმა დირექტორმა მონჩიმ გააკრიტიკა კლუბის სტრუქტურა. "წითელმა ეშმაკებმა" იმედგაცრუების საზაფხულო ფანჯარა განიცადეს, რადგან მათ ხელიდან გაუშვეს ჯეიდონ სანჩო, ნაცვლად ამისა, მათ თავისუფალი აგენტის ედინსონ კავანისა და ალექს ტელესის გაფორმება ბოლო დღეს შეძლეს. სევილიას სატრანსფერო დიდოსტატმა მონჩიმ გამოთქვა მწუხარება იმის გამო, რომ "იუნაიტედის" არ ჰყავდა ვინმე ტრანსფერებზე ზედამხედველი. მან თქვა: "მე არ მჯერა, რომ კლუბს, როგორიცაა "მანჩესტერ იუნაიტედი", არ გააჩნია ეს კონკრეტული პოზიცია. ეს აუცილებელია."
მაგრამ სოლსკიაერი პასუხობს კრიტიკას და აცხადებს, რომ ბევრი შიდა სამუშაო მიმდინარეობს კულისებში და მტკიცედ დგას პოზიციაზე, რომ სწორი მიმართულებით მიყავს გუნდი.
კომენტარის პასუხად, სოლსკიაერმა თქვა: "ყოველთვის არიან ადამიანები, რომელთაც სურთ ისაუბრონ იმაზე, თუ რამდენად კარგად მართავენ საქმეს და რამდენად კარგად აკეთებენ. ჩვენ ყველას გვაქვს განსხვავებული შეხედულება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ითამაშო ფეხბურთი და როგორ უნდა მართო კლუბები."
"ჩვენ გვყავს კარგი ხალხი, ვინც ჩვენს კლუბს მართავს და ყოველთვის იმყოფება დისკუსია კულუარებში, რომლის შესახებაც ხალხმა არ იცის, თუ როგორ ვაკეთებთ ყველაფერს და ვაფასებთ ყველაფერს. ეს არის პროცესი, რომელსაც კლუბი გადის მუდმივად, განიხილავს, გვყავს თუ არა სწორი ადამიანები სწორ პოზიციებზე."