"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ რომასთან შეთანხმდა კრის სმოლინგის ტრანსფერის შესახებ.
კრისი "იუნაიტედს" 2010 წელს შეუერთდა და მას შემდეგ კლუბში 323 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.
სმოლინგი გახდა პრემიერ ლიგის ჩემპიონი თავის პირველ სეზონში და ეს წარმატება გაიმეორა 2012-13 წლებში. "იუნაიტედთან" ერთად მან ასევე მოიგო FA თასი, ლიგის თასი და უეფას ევროპის ლიგის თასი.
”მანჩესტერ იუნაიტედში" ყველამ მადლობა გადაუხადა კრისს მრავალი წლის მუშაობისთვის, თავდადებისთვის და პროფესიონალიზმისთვის და ვუსურვებთ მას ყოველივე საუკეთესოს”, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.