"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად გამოაცხადა "პორტოს" მარცხენა მცველის ალექს ტელეშის ტრანსფერის შესახებ. 27 წლის ბრაზილიელმა ხელი მოაწერა ოთხწლიან კონტრაქტს, კიდევ ერთი წლით გაგრძელების შესაძლებლობით.
ბოლო 5 სეზონის განმავლობაში პორტოში, ტელეშმა 26 გოლი გაიტანა და 50-ზე მეტი საგოლე გადაცემა გააკეთა. ის არის პორტუგალიის ჩემპიონი და ასევე თურქეთის ჩემპიონი, სადაც თამაშობდა "გალათასარაიში."
ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ალექსმა თქვა: "დიდი პატივია გაწევრიანება ისეთ პრესტიჟულ კლუბში, როგორიცაა "მანჩესტერ იუნაიტედი." დიდი შრომაა საჭირო კარიერის ამ ეტაპზე მისასვლელად. ახლა მე ამ კლუბში ფეხბურთელი ვარ და გპირდებით, რომ ყველაფერს მივცემ, რაც გულში მიწევს."
"პორტოსთან უამრავი თასი მოვიგე და მსურს გავაგრძელო "მანჩესტერ იუნაიტედში." მწვრთნელს აქვს გუნდის განვითარების მკაფიო გეგმა და მე ველოდები ამ ლეგენდარული მაისურის ჩაცმას."
ორიოდე სიტყვა თქვა ოლე გუნარ სოლსკიაერმა: "უპირველეს ყოვლისა, მინდა ალექსს მივესალმო "იუნაიტედში." ეს ის ფეხბურთელია, რომელსაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით და ის ფეხბურთი, რომელიც მან აჩვენა ბოლო წლების განმავლობაში, არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება. ის არის ნამდვილი მებრძოლი და გამარჯვებული და ჩვენს გუნდს შეუწყობს ხელს და ასევე კონკურენციის დონეს გაზრდის. "
”როგორც მოთამაშეს, ისე როგორც პიროვნებას, ალექსს აქვს ის თვისებები, რომელთა ნახვაც გვსურს აქ, "მანჩესტერ იუნაიტედში”.