"მანჩესტერ იუნაიტედმა", სხვადასხვა წყაროს ცნობით, ურუგვაულ კლუბ "პენიაროლთან" შეათანხმა ფაკუნდო პელისტრის ტრანსფერის პირობები.
როგორც ურუგვაული გამოცემა
Sport 890 იტყობინება, წითლებმა შეთანხმებას მიაღწიეს 18 წლის ფლანგის შემტევის თაობაზე და ტრანსფერს ფანჯრის დახურვამდე დაასრულებენ.
"მანჩესტერმა" ურუგვაელი ვუნდერკინდისთვის ბრძოლაში "ჩელსი" და "სიტი" დაამარცხა, ასევე, ფეხბურთელით ინტერესდებოდნენ "რეალი", "იუვენტუსი" და "ატლეტიკო".
სავარაუდოდ, პელესტრი გუნდთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, თუმცა "პენიაროლს" ფეხბურთელის დატოვება იჯარით იანვრამდე სურს. წყაროების მიხედვით, კლუბს ტრანსფერი £10 მილიონი დაუჯდება.
მოკლედ ფაკუნდოს შესახებმონტევიდეოში დაბადებულმა პელისტრიმ საფეხბურთო სქემა baby futbol-ში თამაში 4 წლიდან დაიწყო, მანამდე ეს პროგრამა გავლილი აქვთ ედინსონ კავანის, სერხიო აგუეროსა და ლუის სუარესს.
2018 წელს პელისტრი ბავშვობის კლუბ "პენიაროლში" ჩაირიცხა. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდამ მწვრთნელი
დიეგო ფორლანი მოხიბლა, მას დებიუტი ძირითად გუნდში 2019 წლის აგვისტოში 17 წლის ასაკში ჰქონდა. ჯამში ყველა ტურნირზე ფაკუნდომ 20 მატჩი ითამაშა და თავისი პირველი გოლი ნოემბერში გაიტანა.
2020-21 სეზონის დასაწყისში პელისტრის 10 ნომრიანი მაისური მისცეს. კოპა ლიბერტადორესის მიმდინარე გათამაშებაში მას 5 თამაშში 1 გოლი და 1 ასისტი აქვს.
იგი ითვლება ურუგვაის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ტალანტად და ელოდებიან, რომ მას დებიუტი ეროვნულ ნაკრებშიც მალე ექნება.
პოზიციით პელისტრი მარჯვენა გარემარბია, თუმცა ასევე შეუძლია დაცვის ფლანგებზე თამაშიც. მას ძალიან უყვარს თავისი დრიბლინგით გაცდეს მეტოქის მცველებს. მიუხედავად სუსტი აღნაგობისა, მისი დაცვითი მაჩვენებლები ძალიან შთამბეჭდავია.
იმ პირობებში, რომ იუნაიტედი ცდილობს მარჯვენა ფლანგის შეტევა გაიძლიეროს, პელესტრი უფრო მომავალზე გათვლილ შენაძენს ჰგავს, ვიდრე უკვე მზა გამოსავალს.
M.E.N.
Planetfootball