"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა ინგლისური კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა.
"რომ მკითხოთ ახლა ვის ადგილას ვისურევბდი ყოფნას გიპასუხებთ რომ ლამპარდის. რატომ? ძალიან მარტივია: მან საქმე უკვე გააკეთა და ზუსტად ის ფეხბურთელები მიიყვანა, ვინც ჭირდებოდა."
"ძალიან იმედგაცრუებული ვარ და ნამდვილად არ ვიცი რა იქნება. თან ყველამ ძალიან კარგად იცოდა მათი სამიზნეების შესახებ."
"სეზონი დაიწყო, მათ კი არც მარცხენა მცველი უყიდია და არც მარჯვენა გარემარბი. ნეგატიურად ვარ განწყობილი და ამ ნეგატივს "კრისტალ პალასთან" მარცი კიდევ უფრო მიმძაფრებს."
"ორი თვის წინ ოლეს ვაქებდი, მან გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, თითქოს კლუბი აღმავლობისკენ მიდიოდა, თუმცა არავინ დაიმატა და ეს სურათს ცვლის." - თქვა რიომ.