"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა რამონ პლანესმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიელები "მანჩესტერ იუნაიტედთან" აწარმოებენ მოლაპარაკებებს ოსმან დემბელეს შესახებ.
მანამდე იყო უამრავი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "წითელი ეშმაკები" 23 წლის ფრანგის ქირაობას აპირებენ მას შემდეგ, რაც მათ სანჩოს ყიდვა ვერ შეძლეს, მაგრამ პლანესი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
”ჯერ ერთი, "მანჩესტერ იუნაიტედთან" არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. მე მთლიანად უარვყოფ, რომ ჩვენ ვცდილობთ მათთან რაიმე შეთანხმებას მივაღწიოთ. უსმანი არის მოთამაშე, რომელსაც ვენდობით და რომლის პოტენციალიც კარგად ვიცით. ვიმედოვნებთ, რომ წელს ვნახავთ მის საუკეთესო თამაშს. ”