ამსტერდამის "აიაქსის" ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელი და დონი ვან დე ბეეკის აგენტი სააკ სვარტი ოლე გუნარ სოლსკიაერზე გაბრაზებულია და ნორვეგიელ სპეციალისტს აკრიტიკებს.
"თქვენ რა დაგვცინით? დონი იმ დონის ფეხბურთელი ნამდვილად არ არის, რომ მოედანზე ბოლო 4 წუთი შემოდიოდეს. ამას ჯობდა ოლეს სულ არ გამოეყვანა. 4 წუთში დონმა 3 მომენტი შექმნა და 11 მეტრიანი მის აქტიურობას მოყვა. ვფიქრობ ის ძირითადში უნდა თამაშობდეს და არა სათადარიგო სკამზე იჯდეს."
"ბრაიტონს" 7:1-ის მოგება შეეძლო. მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ამის გასაკეთებლად კლასი არ ეყოთ. სოლსკიაერის ასეთმა გადაწყვეტილებამ ძალიან გამაღიზიანა და მე პირადად ამას ნამდვილად არ შევეგუები."