ლაციო-ს სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ დაადასტურა, რომ "იუნაიტედის" ნახევარმცველი ანდრეას პერეირა აპირებს მომავალი სეზონის გატარებას რომში.
"ანდრეასი მოვა კლუბში მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში", - თქვა ტარემ.
"მე მას ვიცნობ - ის არის ხარისხიანი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია დაგვეხმაროს. არ მსურს ძალიან ბევრი ვისაუბრო ფეხბურთელზე, ვისთანაც კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა, ვნახავთ, ის მოვა ჩვენთან თუ არა". - თქვა სიმონე ინძაგიმ.
ფაბრიციო რომანომ უკვე დაადასტურა ტრანსფერი და დეტალები გაასაჯაროა. "ანდრეასი 1 წლიანი იჯარით შეურთდება "ლაციოს" მისი გამოსასყიდი თანხა კი 27 მილიონი იქნება. ასევე შეთანხმება მიღწეულია ხელფასზე. 50% "მანჩესტერ იუნაიტედი" გადაიხდის."