"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა, ჟოზე მოურინიო დატროლა.
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, "შკენდიას" წინააღმდეგ, მოურინიომ შენიშნა, რომ კარი 5 სანტიმეტრით დაბალი იყო და მაშინვე უეფას დელეგაციას მიმართა რომელმაც პრობლემა დაადასტურა და ყველაფერი მალევე მაოგვარა.
"მეგონა სიმაღლეში გავიზარდე და თურმე, კარი 5 სანტიმეტრით დაბალი იყო", - მოურინიო
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში, "ბრაიტონმა" ბურთი ძელს 5-ჯერ მოარტყა და თამაშის შემდეგ ოლემ ჟოზე გაიხსენა.
"ბედნიერები უნდა იყოთ, რომ აქ არ არის ჟოზე, რათა კარი გაზომოს." - სოლსკიაერი
ჯოზეს პასუხი: "ვფიქრობ, რომ სოლსკიაერი ამით იმდენად ბედნიერი და გაკვირვებულია, რომ იხუმრა კიდეც. ვხვდები, რომ მისთვის კარის ჩარჩოს ზომა მდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც საჯარიმო. ის არასდროს დათანხმდებოდა ისეთ საჯარიმოში თამაშს, რომელიც ერთი მეტრით პატარა იქნებოდა. ის ისურვებდა, რომ საჯარიმო ოთხი მეტრით უფრო დიდიც კი ყოფილიყო."