"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, დანიელ ჯეიმსი შეიძლება "ლიდსის" ფეხბურთელი გახდეს, წერს Daily Star.
გავრცელებული ცნობით, 22 წლის უელსელის ერთწლიან იჯარაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ხოლო თუ "ეშმაკები" მოახერხებენ და ჯეიდონ სანჩოს დაიმატებენ, შესაძლოა ჯეიმსი "ლიდსის" სრულფასოვანი წევრი გახდეს.
თავად ჯეიმსს არ სურს გუნდის დატოვება და თავის თავს მხოლოდ "ოლდ ტრაფორდზე" ხედავს.
გასულ სეზონში ჯეიმსმა პრემიერ ლიგაში 33 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.