უკვე გადაწყვეტილია, რომ კილიან მბაპე ბოლო სეზონს ჩაატარებს საფრანგეთში. ფრანგმა კლუბისგან შეთავაზებული ყველა კონტრაქტი იუარა.
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ მბაპეში აღტაცებას პრემიერ ლიგის ჩემპიონი "ლივერპული" იწვევს, თუმცა მისი ახლო მეგობარი ამტკიცებს, რომ კილიანის ინტერესი ასევე ეხება "მანჩესტერ იუნაიტედს".
თუმცა მბაპეს შეძენის მთავარ ფავორიტად მაინც "რეალი" ითვლება, რომელიც ამ ზაფხულს ტრანსფერებს ვერ აკეთებს ფინანსური პრობლემების გამო. კილიანით ასევე ინტერესდება "ბარსელონა" რომელიც მესის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგას.
თუმცა "იუნაიტედის" მთავარი სამიზნე მაინც ჯეიდონ სანჩოა და ინგლისელებს კვლავ ჯერათ, რომ "დორტმუნდთან" შეთანხმებას მიაღწევენ.