22 წლის შემტევის ისმაელა სარის შესაძენად "ლივერპული" და "იუნაიტედი" იბრძვიან.
ორივე მათგანი უკვე დაუკავშირდა "ვოთფორდს" და ფეხბურთელზე ინფორმაცია გამოითხოვა. არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა შემტევის გაყიდვა პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ამისთვის კლუბებმა 36 მილიონი უნდა გადაიხადონ.
მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში შედის, თუმცა აღნიშნული თანხა ორივე კლუბს საკმაოდ ეძვირება.