ნორვეგიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, სოლსკიაერმა პირადად განუცხადა სანჩოს, რომ "იუნაიტედში" გადასვლა გარდაუვალია.
"მანჩესტერ იუნაიტედს" სანჩოსთვის თავი არ დაუნებებია.
ოლე გუნარ სოლსკიაერი დარწმუნებულია, რომ 5 ოქტომბარმდე, სანამ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება, სანჩო მისი ფეხბურთელი იქნება.
ნორვეგიული გამოცემა Dagbladet იუწყება, რომ სოლსკიაერი პირადად ესაუბრა სანჩოს და დაარწმუნა ახალგაზრდა ინგლისელი გარემარბი, რომ ოლდ ტრაფორდზე გადასვლა გარდაუვალია.
შემდგარი საუბრის შემდეგ სოლსკიაერს სჯერა, რომ სანჩოს ტრანსფერი ძალიან მალე დაიხურება.
"იუნაიტედის" მეთაური ასევე იმედოვნებს, რომ მომდევნო სამი კვირის განმავლობაში მინიმუმ კიდევ ერთ ფეხბურთელს გაიფორმებს. საუბარია "ატალანტას" გარემარბ ამად ტრაორეზე, რომელიც სანჩოს ალტერნატივად არ არის მიჩნეული.