როგორც MEN-ისთვის გახდა ცნობილი, გარნაჩო ესპანეთიდან მანჩესტერში წინა კვირის ბოლოს ჩავიდა და 14 დღიან კარანტინს გადის.
ალეხანდრო მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე უკვე მესამე ესპანელია, რომელიც იუნაიტედს შეუერთდა. მანამდე კლუბმა მარკ ხურადო "ბარსელონადან", ხოლო ალვარო ფერნანდეს კარერასი შეიძინა "რეალ მადრიდიდან".
16 წლის ხურადო და 17 წლის ფერნანდესი მანჩესტერში გასულ თვეს ჩავიდნენ და უკვე მოიხადეს სავალდებულო კარანტინი. ისინი უკვე გადიან ინგლისურის ინტენსიურ გაკვეთილების კურსს და იცნობენ საკუთარ მწვრთნელებს ზუმის ზარების მეშვეობით.
წითლების ახალგაზრდულ გუნდში უკვე ირიცხება ორი სსხვა ესპანელი არნაუ პუიგმალი და მატეო მეხია, რომლებიც თანამემამულეებს გუნდში ინტეგრაციაში დაეხმარებიან.