სერხიო რეგილონის ირგვლივ არსებული გაურკვევლობა გრძელდება.
MARCA-ს ინფორმაციით სერხიო რეგილონის აგენტი "რეალის" ხელმძღვანელობას შეხვდება. ესპანელისთვის 2 ინგლისური კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ტოტენჰემი" იბრძვის.
მადრიდელებს "მანიუს" შეთავაზება არ ხიბლავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ მცველი "დეზებში" გაუშვან. სწორედ ამიტომ გააგზავნა რეგილონმა აგენტი მადრიდში, რათა კლუბს განუმარტოს, რომ მას "მანჩესტერ იუნაიტედში" სურს თამაში და არა სხვა ინგლისურ კლუბში.