ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ისაუბრა მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველის სერხიო რეგილონის პოტენციური ტრანსფერის შესახებ, მას შემდეგ რაც "ტოტენჰემი" ჩაერია მოლაპარაკებებში.
"ტოტენჰემმა" ოფიციალური შეთავაზება გააკეთა სერხიო რეგილონის შესახებ. "იუნაიტედი" უკვე რამდენიმე დღეა მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ მათ არ სურთ ფეხბურთელისთვის გადაიხადონ 30 მილიონი ევრო და არ სურთ ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტის შეტანა, როგორც ამას ესპანური კლუბი მოითხოვს."
"ტოტენჰემმა" ოფიციალურად შესთავაზა 30 მილიონი ევრო, მათ ასევე მიიღეს მოთხოვნა ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტის შეტანის შესახებ, რათა "რეალმა" შეძლოს ფეხბურთელის დაბრუნება, როცა მოესურვება."
"გარიგება ჯერ არ დასრულებულა - ბრძოლა გრძელდება, მაგრამ "ტოტენჰემს" უკვე აქვს შეთანხმებული მადრიდის "რეალთან" და ახლა ისინი მუშაობენ პირადი ხელშეკრულების პირობების შეთანხმებაზე ფეხბურთელთან. "იუნაიტედმა" უკვე მიიღო რეგილონის თანხმობდა, თუმცა ვერ თანხმდება "რეალთან". დეზები იმედოვნებენ, რომ თავად ფეხბურთელის დაყოლიებასაც შეძლებენ".- თქვა გავლენიანმა ჟურნალისტმა.