სერხიო რეგილონს სურს შეუერთდეს "მანჩესტერ იუნაიტედს", თუმცა "რეალი" კონტრაქტში გამოსყიდვის უფლების ჩაწერას ითხოვს.
ფაბრიცო რომანომ დაადასტურა, რომ თავად რეგილონმა მიმართა "რეალის" ხელმძღვანელობას და განუცხდა, რომ "იუნაიტედში" სურს თამაში.
რომანო მიიჩნევს, რომ "იუნაიტედი" უახლოეს დღეებში მიმართავს რეალს, მაგრამ არა მოთხოვნილ 30 მილიონ ევროს, არამედ 20 მილიონს შეთავაზებს. "ამ დროისთვის ოფიციალური შეთავაზება არ გაკეთებულა, თუმცა დანამდვილებით ვამბობ, რომ ეს ამ დღეებში მოხდება."
"ჯერ პირადი კონტრაქტიც არ არის შეთანმებული, თუმცა ეს პრობლემა არ იქნება. რადაგნ თავად ესპანელს სურს პრემიერ ლიგაში თამაში."
"ასევე "იუნაიტედი" არ აპირებს დათმობაზე წასვლას და არ აპირებს კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტის დამატებას."- აცხადებს რომანო.