"ბლანკოსის" საკლუბო მაღაზიაში ბეილის 11-ნომრიანი მაისური აღარაა წარმოდგენილი და 10 ნომრით მოასპარეზე მოდრიჩს 12 ნომრით მოთამაშე მარსელო მოჰყვება.
"რეალმა" ახალი მაისური უელსელის გარეშე წარადგინა. პრეზენტაციაში მონაწილე ფებურთელებს შორის კი ბეილი არ იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ გადაღებულ ფოტოებში ბეილი არ ფიგურირებს.
როგორც ჩანს ბეილის მადრიდული კარიერა დასრულებულია და მანჩესტერული კარიერა იწყება.