"ასტონ ვილას" კაპიტანმა, ჯეკ გრილიშმა, კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.
ბირმინგემულ კლუბთან ახალი ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე იქნება გათვალისწინებული. ამ ფაქტს, გრილიში ასე გამოეხმაურა: "მიხარია, რომ ჩემი მომავალი "ვილას" დავუკავშირე. ეს ჩემი კლუბია, ჩემი სახლი, სადაც ძალიან ბედნიერი ვარ."
"მფლობელებმა მიმახვედრეს, რამდენად ამბიციურები არიან და როგორ სურთ, ახალი "ასტონ ვილას" აშენება. ჩვენ დიდი მომავალი გვაქვს და მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ."
ჯეკ გრილიშის შეძენის საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე "მანჩესტერ იუნაიტედი" ცდილობდა.