"ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, ტიაგო ალკანტარას სიტუაციაზე ისაუბრა.
"ჩვენ ტიაგოს საკმაოდ მიმზიდველი ახალი კონტრაქტი შევთავაზეთ, თუმცა მისგან საბოლოო უარი მივიღეთ."
"ვფიქრობ მას პირადი კონტრაქტის დეტალები აქვს შეთანხმებული, "ლივერპულთან", ან "მანჩესტერ იუნაიტედთან", ან ორივესთან."
"შეთავაზება ჩვენ ჯერჯერობით არცერთი ინგლისლური კლუბისგან არ მიგვიღია. ისინი ამას სპეციალურად არ აკეთებენ და ბოლო დღეს ელოდებიან, რომ ფეხბურთელი იაფად ჩაიგდონ ხელში."
ასევე კომენტარი გააკეთა ფაბრიციო რომანომ:
"მან.იუნაიტედი" ფეხბურთელის აგენტს გაესაუბრა, თუმცა ტიაგოს შეძენის ფავორიტი მაინც "ლივერპულია", რადგან მას კლოპი ითხოვს... მაგრამ, კლუბს ჯერ ოფიციალური შემოთავაზება არ გაუკეთბია - ისინი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებს ელოდებიან, რათა გერმანელებმა მოთხოვნილ 30 მილიონს თანხა დააკლონ." -თქვა იტალიელმა ჟრნალისტმა.