"ჰარის რთული ზაფხული ჰქონდა და ის სხვებზე მეტს დაისვენებს. ამის შემდეგ ის კლუბს დაუბრუნდება და ჩვეულ რიტმში გააგრძელებს ცხოვრებას. მე აქ იმისთვის ვარ, რომ ჰარის მხარი დავუჭირო. ის გუნდის კაპიტანი მომავალ სეზონშიც იქნება და სულ არ მაინტერესებს რა მოხდა საბერძნეთში."
"ჩემთვის ის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის არის და ის ძალიან კარგი ადამიანია, რომელსაც სხვათაშორის შესანიშნავი იუმორი აქვს. ვიმედოვნებ, რომ ჰარი საუკეთესო სეზონს ჩაატარებს." - განაცხადა ნორვეგიელმა.