ურგენ კლოპმა "ლივერპულის" ფეხბურთელების და გულშემატკივრების გახარება შეძლო, როცა ამ უკანასკნელს პრემირ ლიგის ნანატრი თასი მოაგებინა.
გერმანელი სპეციალისტი საინტერესო ისტორიას იხსენებს.
"იმ ღამეს ბევრი დავლიე და სახლში გვიან მივედი. ემოციებისგან დატვირთული დაძინებას ვერ ვახერხებდი და გადავწყვიტე მილოცვებისთვის მეპასუხა. როცა შტყობინებებს ვკითხულობდი, ერთ-ერთი მოლოცვა სერ ალექს ფერგიუსონისგან იყო. ძალიან ავღელდი, რადგან ყველაფერს და ყველას ველოდი, მაგრამ ფერგისგან მოლოცვას ნამდვილად არა. წამში გავუგზავნე მადლობის წერილი, რომელიც საკმაოდ ზრდილობიანი და თავშეკავებული იყო.
შეტყობინების გაგზავნის შემდეგ საათს დავხედე. დილის 4 საათი ხდებოდა და საშინლად შემრცხვა. არ მინდოდა ლეგენდარული მწვრთნელის გაღვიძება და ვოცნებობდი, რომ ტელეფონი თავთან ახლოს არ დებოდა. ფერგიუსონმა აღარ მიპასუხა, მგონი მე ის გავაღვიძე და თუ ეს ასეა მაშინ ბოდიშს ვიხდი.
იმის შემდეგ მასთან კონტაქტი აღარ მქონია, მაგრამ ვფიქრობ ის "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდაა და არ არის ვალდებული "ლივერპულის" მწვრთნელს მის წარმატებაზე ბევრი ესაუბროს." - განაცხადა კლოპმა.