17 წლის თავდამსხმელმა, რომელმაც კლუბისგან შეთავაზებული 3 წლიანი კონტრაქტი უარყო, კლუბი დატოვა.
როგორც გამოცემა MEN-ისთვის გახდა ცნობილი სოტონა კლუბისგან კვირაში სულ მცირე ხუთნიშნა რიცხვიან ხელფასს ითხოვდა.
გარდა ამისა, ახალგაზრდა ირლანდიელს სურდა ძირითად გუნდში წელსვე აღზევების გარანტია მიეღო მაშინ, როცა 21 წლამდელთა გუნდშიც კი მას სულ ერთი თამაში ჰქონდა ჩატარებული "ტრანმერის" წინააღმდეგ და მოედანზე ერთ წუთზე ნაკლები დაჰყო.
გასულ სეზონში იუნაიტედის 18 წლამდე გუნდში 11-ჯერ ითამაშა ძირითად შემადგენლობაში და ამდენჯერვე შევიდა ცვლილებაზე. მისი გოლი ახალგაზრდული FA თასის მეოთხედფინალში "უიგანის" წინააღმდეგ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.
სოტონას აყვანის სურვილი უკვე გამოხატა "როჩდეილმა", რომელიც თავდამსხმელის ნაკლებობას განიცდის, თუმცა თუ სოტონას სპოტლენდზე გადაბარგება სურს, მოუწევს სერიოზულად გადახედოს საკუთარ სახელფასო მოთხოვნილებებს.