ოლე გუნარ სოლსკიაერმა დაადასტურა, რომ პოლ პოგბა დაბრუნდა გუნდში კორონავირუსის შემდეგ, მაგრამ თქვა, რომ ფრანგის მონაწილეობა პრემიერ ლიგის საწყის მატჩში საეჭვოა.
"პოლმა მხოლოდ რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა, რადგან ავადმყოფობის გამო მას ბევრი გაუცდა. ის სწრაფად იღდგენს ფორმას. ბოლოს მან ძალიან ბევრი იმუშავა დასაბრუნებლად და ჩვენს უმეტეს მატჩებში მონაწილეობის მისაღებად, ახლა იგი იგივე მონდომებით მუშაობს."
”იმედია მომავალი შაბათ-კვირისთვის მზად იქნება, თუმცა 100% დარწმუნებული არ ვარ.