"მანჩესტერ იუნაიტედის" სავარჯიშო პროცესში კრის სმოლინგი არ მონაწილეობს. ამის მიზეზი კი იტალიური "რომაა" სადაც ინგლისელი კარიერას გააგრძელებს.
მისი გადაბირებით სხვა იტალიური კლუბებიც იყვნენ დაინტერესებული, თუმცა საბოლოოდ "იუნაიტედმა" შეთანხმებას დედაქალაქურ კლუბთან მიაღწია. ბრიტანული ტელეგრაფის ცნობით სატრანსფერო თანხა 20 მილიონ ფუნტამდე აღწევს და ამასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია.