"მადრიდის რეალი" ყველაფერს აკეთებს, რომ უელსელი ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვას თუმცა უშედეგოდ.
მადრიდში გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ბეილი გაანათხოვრონ და მისი ხელფასის ნახევარიც თავად გადაიხადონ. უფრო მეტიც, თუ ნებსიმიერი კლუბი ბეილს იყიდის, ფლორენტინო პერესი თანახმაა ბეილის 2 წლის ხელფასის ნახევარი (სწორედ 2 წელი აკავშირებს კონტრაქტი) კლუბმა გადაიხადოს.
ბოლო ინფორმაციით მადრიდელები თავად დაუკავშირდნენ ინგლისელებს და ბეილის შეძენა შეთავაზეს. თუმცა პასუხი ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ თავად უელსელიც არ არის წინააღმდეგი ინგლისში დაბრუნების.