კლუბი სანჩოს ტრანსფერს უახლოვდება.
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, Daily Mail იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჯეიდონ სანჩოს აგენტებთან პირადი კონტრაქტისა და საკომისიოსთან დაკავშირებით დიდ პროგრესს მიაღწია.
Daily Mail-ის ცნობით, მხარეებმა როგოც იქნა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ინგლისელი ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდს" უახლოეს პერიოდში მიაშურებს. "წითელ ეშმაკებს" მიზნის მისაღწევად რამდენიმე დაბრკოლების გადალახვა მოუწევთ და ყველაზე რთული ბარიერი გერმნალული მხარის დაყოლიებაა.
"ფუტკრები“ სანჩოს სანაცვლოდ 108 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვენ, "მანჩესტერის" აღმასრულებელ დირექტორს კი ეს თანხა არანორმალურად მიაჩნია პანდემიის პირობებში.
"დორტმუნდის“ სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ ცორკმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ სანჩოს შეძენის შანსი"იუნაიტედს" უბრალოდ არ აქვს და ნიჭიერი შემტევი მინიმუმ ერთი წლით გერმანიაში რჩება. თუმცა "წითელი ეშმაკები" ცორკის სიტყვებს ყურადღებას საერთოდ არ აქცევენ და გერმანულ კლუბს თითქმის ყოველდღე აწუხებენ.
გავლნიანმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ კი დაწერა, რომ პირადად სანოსთან "მანჩესტერს" ყველაფერი გარკვეული აქვს და თავად ფეხბურთელს ძალიან სურს ინგლისში თამაში.
დღეს დილით Sky Sports-მა დაწერა, რომ "იუნაიტედს" ჯეიდონ სანჩოსთვის ბრძოლა ჯერ არ დაუსრულებია და ინგლისელი ისევ მათი პირველი სამიზნეა.
https://www.skysports.com/