"პორტუს" მარცხენა მცველ ალექს ტელეშის წარმომადგენლები "მანჩესტერში" ჩაფრინდნენ და ბრაზილიელი ფეხბურთელის საკითხზე მოლაპარაკებებს მართავენ.
ტელეშის შეძენას "პსჟ" შეეცადა, მაგრამ ფრანგებმა "პორტუსთან" სატრანსფერო თანხაზე ვერ მოილაპარაკეს, ახლა კი 28 წლის უკანახაზელის შეძენის მთავარ ფავორიტად სწორედ "იუნაიტედი" ითვლება.
"წითელ ეშმაკები" ამ ტრანსფერში დიდ უპირატესობაც ფლობენ, თუმცა მიმდინარე მოვლენებს "სევილიაც" ყურადღებით აკვირდება. ანდალუსიელები ტრანსფერისთვის 10-15 მილიონს ჩამოდიან, რაც, საკმარისი არ არის.
საქმე ისაა, რომ "პორტუს" თავიანთი ერთ-ერთი ლიდერის სანაცვლოდ 20-25 მილიონი ევროს მიღება სურთ. ამ თანხის გადახდაზე კი ინგლისელები თანხმობას აცხადებენ.
როგორც ჩანს რეგილონს და ტელეშს შორის არჩევანი სოლსკიაერმა უკვე გააკეთა და უპირატესობა ბრაზილიელს მიანიჭა.