პოლ პოგბა "იუვენტუსისგან" შემოთავაზებას ელის და ტურინში დაბრუნების იმედი კვლავ აქვს.
ფრანგს "მანჩესტერ იუნაიტედთან" არსებული ხელშეკრულება 2022 წელს უსრულდება და მის გახანგრძლივებას არ გეგმავს.
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში "იუვენტუსი" პოლის გადაბირებას არ გეგმავს, ფრანგი იმედს არ კარგავს და ფიქრობს, რომ ზამთრისთვის სიტუაცია შეიცვლება და "იუვენტუსში" დაბრუნებას შეძლებს.
ტრანსფერმარკეტზე პოგბას ფასი 80 მილიონი ევროა, რომლის გადახდაც ტურინელთათვის საკმაოდ რთული იქნება.
გასული სეზონის ბოლოს პოგბამ განაცხადა, რომ იგი კლუბის დატოვებას არ გეგმავდა და არსებული გუნდითა და პროექტით მოხიბლული იყო. აქედან გამომდინარე გავრცელებული ინფორმაცია უნცაუირა, თუმცა გამოცემა ამბობს რომ მათ აქვთ ეს ინფორმაცია.