"არსენალის" ექს-ფეხბურთელმა, რეი პარლორმა "ინტერის" თავდამსხმელ ალექსის სანჩესს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება პირველივე ვარჯიშის შემდეგ უნდოდა.
"როცა სანჩესი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა, კვირაში 560 ათას ფუნტს გამოიმუშავებდა. დიდი თანხაა არა?. როგორ შეიძლება თქვა, რომ მეორე დღესვე კლუბის დატოვება გინდოდა? სწორი არ არის. ფეხბურთელს ასეთი მენტალიტეტი არ უნდა ქონდეს".
"უნდა თქვა: "მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, აქ ძირითადისთვის უნდა იბრძოლო, ისე თამაშს ეცადო, როგორც "არსენალში" .
"დიახ, შეიძლება თამაშის სხვა სტილთან მოუწია შეჩვევა, რომელიც მას არ შეეფერებოდა, მაგრამ გულშემატკივრების, ფეხბურთელების, ყველას ნდობის დამსახურება უნდა ეცადა. ალექსისმა კი ეს არ გააკეთა".
"ვერ დავიჯერებ, რომ ფეხბურთელს ერთი ვარჯიშის შემდეგ კლუბის დატოვება უნდა. უნდა ივარჯიშო, მოერგო გუნდს და მის სავარჯიშო პროცესს.