ახალ სეზონში კლუბში ცვლილებებია და ფებურთელებმა ნომრები დაინაწილეს. თუმცა 7 ნომრიანი მაისური ისევ თავისუფალია. "იუნაიტედის" გულშემატკივრები იმედს არ კარგავენ და ფიქრობენ,რომ აღნიშნულ მაისურს სწორედ სანჩო მოირგებს.
ESPN წერს, რომ "იუნაიტედმა" "დორტმუნდის ბორუსიას" კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ 120 მილიონი ევროს გადახდა არარეალურია კორონავირუსის პანდემიის დროს, მაგრამ მზად არიან შეადგინონ გადახდის გეგმა, თუ სანჩოს წარმომადგენლებთან პროგრესი მიიღწევა.
ეს იქნება ბოლო შეხვედრა და თუ შეთანხმება ვერ შედგა, "იუნაიტედი" სხვა სამიზნეებზე გაამახვილებს ყურადღებას.