სოლსკიაერი მარცხენა ფლანგის გაძლიერებას სერხიო რეგილიონით გეგმავს და "რეალს" ოფიცილაური შეთავაზებით უკვე მიმართეს. აღსანიშნავია, რომ მადრიდელები კავშირზე გამოვიდნენ და მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე ითხოვეს.
ახალგაზრდა ესპანელში "წითელი ეშმაკები" 26.8 მილიონს იხდიან და როგორც ჩანს აღნიშნული თანხა მადრიდელთათვის სრულიად მისაღებია. როგორც სხვადასხვა გამოცემები იუწყებიან, კლუბის ხელმძღვანელობა ზიდანის სიტყვას ელოდება. სწორედ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, სერხიოს "იუნაიტედში" გაყიდიან, თუ 1 წლით ისევ გაანათხოვრებენ.