ალექსის სანჩესმა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "ინტერში" გადავიდა, განაცხადა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" გატარებული პირველი დღის შემდეგ მოითხოვა უკან "არსენალში" დაბრუნება.
"ემიუში" ჩატარებული პირველი ვარჯიშის შემდეგ ბევრს მივხვდი. იმ დღეს, სახლში დავბრუნდი, ჩემს ოჯახსა და მენეჯერს ვკითხე, შემეძლო თუ არა კონტრაქტის გაწყვეტა და "არსენალში" დაბრუნება. რაღაც ისე არ იყო, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი უკვე გაფორმებული მქონდა".
"რამდენიმე თვის შემდეგაც მდგომარეობა უცვლელი იყო. ჩვენ ერთიანი გუნდი არ გვერქვა. ფეხბურთელები შიდა გარემოზე არიან დამოკიდებულნი, კლუბი ოჯახი უნდა იყოს. მაშინ ამისგან ძალიან შორს ვიყავით და ეს მოედანზე ნეგატიურად მოქმედებდა".
"ყოველთვის მე მადანაშაულებდნენ. სულ მეჩხუბებდონენ და თავადაც ვაკრიტიკებდი საკუთარ თავს. მესმოდა, რომ უკეთესად უნდა მეთამაშა. წარმოიდგინეთ რამდენიმე წუთი რო გამეტარებინა მოედანზე, მაინც ყველაფერში მე მადანაშაულებდნენ" - თქვა ჩილელმა შემტევმა.