დონი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "მანჩესტერ იუნაიტედში"! როგორ გრძნობთ თავს კარიერაში ახალი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ?
მადლობა! პირველ რიგში, ძალიან მაგარია! ახლა შესანიშნავი დროა ასეთ დიდ კლუბში სათამაშოდ. ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე. რთულია სიტყვებით ახსნა, თუ როგორ ვგრძნობ თავს. "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელებისგან, კერძოდ, ედვინ ვან დერ სარის, "აიაქსის" დირექტორისგან და ჩემი ახლა უკვე ყოფილი თანაგუნდელის დეილი ბლინდისგან, ბევრი მსმენია და ველოდები ჩემს ახალ კლუბში თამაშს.რა თქმა უნდა, ედვინს ჩვენს კლუბთან დაკავშირებული მრავალი შესანიშნავი ისტორია აქვს. ბევრი ისაუბრეთ მასთან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე?
დიახ, მე მას ვესაუბრე და მან ბევრი რამ მითხრა "იუნაიტედისა" და მასთან დაკავშირებული თემების შესახებ. მან ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად დიდია კლუბი და რა გამოცდილება მიიღო აქ თამაშში.თქვენ მიჰყევით ჰოლანდიელი ბევრი ფეხბურთელის კვალს, რომლებმაც ითამაშეს "მანჩესტერ იუნაიტედში", როგორიცაა რობინ ვან პერსი და რუდ ვან ნისტელროი.
დიახ, ეს მართლაც დიდი ამბავია! მე ვუყურე მათ უამრავ მატჩს, როდესაც ისინი "იუნაიტედში" თამაშობდნენ და ჩვენ ასევე ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ოლე გუნარ სოლსკიაერთან, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ვისაუბრეთ ფეხბურთზე, კლუბზე. ყველა ჩემს გადაწყვეტილებას ჩემი გრძნობების საფუძველზე ვიღებ და ამ დროს ვიგრძენი, რომ აბსოლუტურად ყველაფრით კმაყოფილი ვიყავი. ეს ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანია.კონკრეტულად რამ დაგარწმუნა, რომ "იუნაიტედი" შეიძლება იყოს თქვენი მეორე სახლი?
მე ვიცი საკუთარი თავი და მოთამაშის ტიპი, მე ვიცი ჩემი სტილი და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მე ამ კლუბს და ფეხბურთელების ნაზავს ვხვდები. თუ გადახავთ ფეხბურთელებს, რომლებიც ამჟამად "იუნაიტედში" თამაშობენ, ნახავთ, რომ მათი უმეტესობა ჩემი ასაკისაა. ველოდები მათთან თამაშს!როგორ აღუწერდით თქვენს სტილს "იუნაიტედის" იმ გულშემატკივრებს, რომლებსაც შეიძლება ბევრი თქვენი თამაში ნანახი არ აქვთ?
მე ვარ ნახევარმცველი, რომელსაც უყვარს მოწინააღმდეგის საჯარიმოში მოქმედება - სირბილი, პასი და გოლების გატანა. როგორც წესი, მატჩების დროს ძალიან დიდ მანძილს ვფარავ, ასევე ჩემი ძლიერი მხარეა ჩვენი მეტოქეების საჯარიმოში მოხვედრა.ბავშვობაში ბევრ პრემიერ ლიგის მატჩს უყურებდით?
დიახ, რა თქმა უნდა! ინგლისის ჩემპიონატში ჩვენი ქვეყნიდან ბევრი ფეხბურთელი თამაშობდა, მე კი მათ გამოსვლებს ვადევნებდი თვალყურს. ეს არის ყველაზე მასშტაბური საკლუბო შეჯიბრი მსოფლიოში, ამიტომ ყოველთვის მიყვარდა პრემიერ ლიგის მატჩების ყურება.პრემიერ ლიგაში თამაში რამდენად დიდი გამოწვევაა თქვენთვის?
როდესაც ვინმე გიამბობთ პრემიერ ლიგის შესახებ, პირველი რასაც ახსენებენ, არის მაღალი კონკურენცია. ახლა მე თვითონ შემიძლია ამის გადამოწმება. მსურს იმუშაონ ჩემს ფიზიკურ მდგომარეობაზე, რათა ამ მხრივ ახალ დონეზე მივიდე. ნიდერლანდებში ვიყავი ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ ახლა მინდა ჩემი დონის ამაღლება, რათა კლუბს ტიტულების და თასების მოგებაში დავეხმარო.თქვენ უერთდებით ძალიან შთამბეჭდავ ნახევარმცველებს, რომელებიც ამჟამად ჩვენს კლუბში არიან. მოუთმენლად ელით თქვენს ახალ პარტნიორებთან თამაშს და ელით თუ არა მათგან რამის სწავლას?
"იუნაიტედის" უამრავ თამაშს ვუყურე, ასე რომ, დიახ, რა თქმა უნდა, ველოდები მათთან თამაშს. მშვენიერი იქნება! მე მომწონს ამ დონის მოთამაშეებთან თამაში.ახლა, როდესაც ჩვენ თქვენთან ვსაუბრობთ, თქვენ თქვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ხართ. მოუთმენლად ელით, რომ რაც შეიძლება მალე მოხვდებით "მანჩესტერში" და შეხვდებით თქვენს ახალ თანაგუნდელებს?
ჯერ არავის ვიცნობ და ნამდვილად ველოდები მათ შეხვედრას და თამაშის შესაძლებლობას. ერთადერთი ვიცი ტიმოტი ფოსუ-მენსა, როდესაც ერთად ვთამაშობდით "აიაქსის" ახალგაზრდულ გუნდში. მას უკვე ვესაუბრეთ და მან მკითხა: „როდის მოდიხართ? უკვე დიდი ხანია გეგმავთ რამეს! " [იცინის]. ჩვენ ყოველთვის ერთმანეთს ვაწვალებთ.რა გახსოვთ უეფას ევროპა ლიგის ფინალის შესახებ, სადაც "იუნაიტედი" და "აიაქსი" თამაშობდნენ?
დიახ, ჩვენ თქვენს წინააღმდეგ ვითამაშეთ და იმ დროს ეს ჩვენთვის საუკეთესო მატჩი არ იყო. "აიაქსისთვის" დიდი მიღწევა იყო ფინალში ყოფნა, მაგრამ როდესაც ასეთ მატჩში თამაშობ, მოგება გინდა. არა მგონია, რომ იმ დღეს გამარჯვება შეგვეძლო, "იუნაიტედი" უკეთესი იყო. ჩვენ ყველანი ძალიან დამწუხრებული ვიყავით, მაგრამ ეს არის ფეხბურთი - ეს ხდება. ალბათ კარგი გამოცდილება იყო თქვენთვის. მას შემდეგ თქვენ კიდევ უფრო მეტი გამოცდილება შეიძინეთ ჩემპიონთა ლიგის დონეზე თამაში ...
დიახ, "აიაქსთან" ბევრი მითამაშია როგორც ევროპის ლიგის, ასევე ჩემპიონთა ლიგის მატჩებში და ეს კარგი გამოცდილება იყო. ეს თამაშები უკეთეს ფეხბურთელს გხდის.კორონავირუსის გამო, თქვენ ოფიციალურ მატჩებში არ გითამაშიათ. პრემიერ ლიგის დაწყებამდე ორი კვირაა დარჩენილი, ალბათ თამაში გინდათ?
ეს მართლაც რთული პერიოდი იყო. ფეხბურთელისთვის. კარგია, რომ ვარჯიშის შესაძლებლობა არსებობდა, მაგრამ ყველას გვსურს თამაში. ფეხბურთი საუკეთესოა, რაც ფეხბურთელებს აქვთ და მე ძალიან დიდხანს არ გავდიოდი მოედანზე იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატი ვადაზე ადრე დასრულდა პანდემიის გამო. როგორც შენ თქვი ნამდვილად მოუთმენალდ ველოდები მოედანზე გასვლას.
თქვენთვის 34 ნომერი აირჩიეთ. შეგიძლიათ თაყვანისმცემლებს უთხრათ, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
დიახ ჩემთვის ეს არის განსაკუთრებული ნომერი, რომელიც ჩემს მეგობარს აბდელჰაკ ნურის უკავშირდება ... ალბათ გსმენიათ მისი ამბავი. მან გულის შეტევა განიცადა და ჩემი დიდი მეგობარია. მე ძალიან ახლოს ვარ მის ოჯახთან, ხოლო მისი ძმა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია და ბევრს ვურთიერთობთ. ამიტომ, მე ისეთი ნომერი ავირჩიე, მინდა მასთან საუკეთესო მოგონებები ასოცირდებოდეს.და ბოლოს, რისი თქმა გსურთ "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის?
იმედი მაქვს, რომ მალე გნახავთ სტადიონზე, როდესაც კორონავირუსის შეზღუდვები მოიხსნება. მე მზად ვარ, ამ კლუბს ყველაფერი მივცე და იმედი მაქვს, რომ ერთად შეგვიძლია მრავალი თასისა და ტიტულის მოპოვება.https://www.manutd.com/