დონი ვან დე ბეკი დარწმუნებული იყო, რომ შეუერთდებოდა "მადრიდის რეალს," სანამ კორონავირუსი არ ჩაშლიდა გარიგებას და საბოლოო ჯამში ნიდერლანდელი 40 მილიონ ევროდ "მანჩესტერ იუნიატედში" აღმოჩნდა.
დონის აგენტი: "მარტში ყველაფერი მზად იყო, რომ მადრიდში წასულიყო, მაგრამ პანდემიამ ყველაფერი გადადო. კლუბებს შემოსავალი არ აქვთ. მთელი სცენა შეიცვალა."
დონი: "მეც და კლუბსაც "რეალთან" ყველაფერი შეთანხმებული გვქონდა, თუმცა როგორც ხვდებით ჩაიშალა. თავიდან რათქმაუნდა იმედგაცრუებული ვიყავი, თუმცა ახლა უკვე ვხვდები, რომ მსგავსი შესაძლებლობები კიდევ მოდის."
"თუმცა ახლა აქ ვარ, საოცარი ისტორიის მქონე კლუბში." - თქვა ნიდერლანდელმა.