"მანჩესტერ იუნატდემა" პირველი ტრანსფერი უკვე განახორციელა და "აიქსიდან" 23 წლის ვან დე ბეკი შეიძინა. თუმცა ამით არაფერი დამთავრებულა. სხვადასხვა გამოცემებზე დაყრდნობით, ოლე გუნარ სოლსკიაერმა ედ ვუდვორდს კიდევ 3 ფეხბურთელი მოთხოვა და აღმასრულებელმა დირექტორმა მწვანე შუქი აუნთო.
ოლე აცნობიერებს, რომ კონკურენტი გუნდები ძლიერდებიან და თუ "მანჩესტერ იუნაიტედს" წარმატების მიღწევა უნდა, კლუბმა მისი მოთხოვნები აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს. "წითელი ეშმაკების" მფლობელები უკან არაფერზე იხევენ და ნორვეგიელი სპეციალისტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ცდილობენ.
სოლსკიაერს კლუბისთვის ძველი დიდების დაბრუნება სურს და მფლობელებს უცხადებს, რომ ამ შემადგენლობით ტიტულების მოგება ძალიან გაუჭირდება. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რომელი ფეხბურთელები მოითხოვა, თუმცა ცნობილია, რომ ცენტრალური მცველის, მარჯვენა გარემარბის და თავდამსხმელის შეძენას ითხოვს.