ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, Daily Mail იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისელი ფეხბურთელის გადაბირებას კიდევ ერთხელ შეეცდება.
"წითელი ეშმაკები" "ფუტკრების" შემტევის აგენტებთან პირადი კონტრაქტის დეტალებს უკვე ათანხმებენ და გერმანულ გრანდს ოფიციალური წინადადებით სწორედ ამის შემდეგ მიმართავენ. შეგახსენებთ, რომ ოფიცილაური წინადადებით "იუნაიტედის" მესვეურებს ჯერ არ მიუმართავთ.
Daily Mail-ის ცნობით, "დორტმუნდი" პოზიციის შეცვლასა და დათმობებზე წასვლას არ აპირებს, თუმცა იოლად არც "მანჩესტერი" აპირებს დანებებას და ინგლისელის შემტევის გადმოსაყვანად ყველაფერს გააკეთებს.
"დორტმუნდის" პრეზიდენტმა, მიხაელ ცორკმა რამდენიმე კვირის წინ, განაცხადა, რომ "იუნაიტედს" სანჩოს გადაბირების შანსი უბრალოდ აღარ აქვთ, თუმცა ბრიტანული გამოცემა განსხვავებულ ინფორმაციას ფლობს. Daily Mail "წითელ ეშმაკებს" სანჩოს შეძენის მთავარ ფავორიტად მოიაზრებს და ინგლისელს "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას უწინასწარმეტყველებს.
ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა 16 ოქტომბრამდეა გახსნილი.