დონი ვან დე ბეეკმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება ნიდერლანდებში მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლამდე, იტყობინება ცნობილი გამოცემა sky Sports.
გარიგება, რომელიც "იუნაიტედს" 39 მილიონი ევრო დაუჯდება + 5 მილიონი ევრო პრემია, უნდა დასრულდეს მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ ფეხბურთელი ნიდერლანდების ეროვნული გუნდის განკარგულებაში იქნება.
პოლონეთისა და იტალიის ნაკრებთან მატჩების შემდეგ, რომლებიც შესაბამისად 4 და 7 სექტემბერს არის დაგეგმილი, ვან დე ბეკი მანჩესტერში ჩაფრინდება.
ამავდროულად, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ 23 წლის ნახევარმცველს არ მოუწევს სავალდებულო ორკვირიანი კარანტინის გავლა ინგლისში, იმ მიზეზით, რომ მან რეგისტრაცია როგორც იუნაიტედის მოთამაშე ნიდერლანდების ნაკრების მომდევნო ორი მატჩამდე გაიარა. ამ შემთხვევაში, მას საშუალება ექნება, მიმართოს დასვენების რეჟიმს სპორტული მიზეზებისა და მომზადების გამო.
ასევე გეტყვით იმასაც, რომ ინგლისის უმაღლესი დივიზიონიდან, ვინც წავა მათი ეროვნული ნაკრების მოთამაშე ნებისმიერ ადგილას, ყველა მიიღებს ასეთ ნებართვას ბრიტანეტის მთავრობიდან.