მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველ პოლ პოგბას კორონავირუსი დაუდასტურდა.
გასულ კვირას, პოგბა ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში დააფიქსირეს ორსულ მეუღლესთან და რამდენიმე მეგობართან ერთად. პოლი ვლავ შვებულებაში იმყოფება მას შემდეგ, რაც ევროპა ლიგის პლეი-ოფში იუნაიტედი გამოვარდა.
ამასთან, ახლა პოგბა საკარანტინო სივრცეში წავა, რაც საფრანგეთის ეროვნული გუნდის განცხადებით გახდა ცნობილი, სადაც ინგლისელი გამოიძახეს ერთა ლიგის მატჩებისთვის შვედეთისა და ხორვატიის წინააღმდეგ.
პოგბას ადგილს საფრანგეთის ნაკრებში ახალგაზრდა ედუარდო კამავინგა დაიკავებს. ბუნებრივია, პოლს არც წითელ ეშმაკებთან ვარჯიშის უფლება არ ექნება, სიმპტომების არარსებობის მიუხედავადაც კი.