თბილისი:
მანჩესტერი:
27-08-2020, 23:54
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 2601,
კომენტარები: 32
სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ: "ყველაფერი, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, არის ის, თუ როგორ გავაუმჯობესოთ იუნაიტედი” (ნაწილი II )
სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ ( ნაწილი II )
სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ:
ოლე აგრძელებს კითხვებზე პასუხს ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან კითხვებზე ენდი მიტენის და "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის.

რამდენად ხშირად მიმართავთ ყოფილ თანაგუნდელებს რჩევებისთვისა ან დახმარებისთვის?

"ჩვენ უნდა გამოვიყენოთ კავშირები. მე ვითამაშე უამრავ განსხვავებულ მოთამაშესთან ერთად. სერ ალექსის მკაცრი მიდგომა სხვადადხვა მწვრთნელზე გადავიდა და გახდნენ ფუნქციონალურები. მათ ახლა შეუძლიათ უკეთესად იცნონ ესა თუ ის ფეხბურთელი, ვიდრე მე. სისულელე იქნებოდა არ მეკითხა მეც მისთვის ახალგაზრდა ბიჭებზე. მე ყოველთვის ვესაუბრები ხალხს, რომელსაც სრულიად ვენდობი."

ხედავთ რაიმე მსგავსებას ყოფილ თანაგუნდელებსა და თქვენს ამჟამინდელ ფეხბურთელებს შორის ? მაგალითად, შეადარებთ ბრუნოს სქოულზთან?

"გარკვეულწილად, სხვა ხარისხთან დაკავშირებით, ყველა მოთამაშეში გარკვეული და სხვადასხვა ხასიათის თვისებებია წარმოდგენილი. მახსოვს, ბრუნოზე ვსაუბრობდი, მაგრამ ზოგჯერ ის ვერონსაც მახსენებს რადგან ხუანიცქ შესანიშნავი ფეხბურთელი იყო.

"მე ვხედავ მსგავსებებს რონალდუსა და რეშფორდს შორის. გარი ნევილისა და რაიან გიგზის ზოგიერთი პერსონაჟი და თვისება შეგიძლიათ ნახოთ ბრენდონ უილიამსში და დენიელ ჯეიმსში - ზუსტად იგივე შრომისმოყვარე და ძლიერი ბიჭები არიან. ჩემი თითოეული მოთამაშის შედარება ზუსთან მათთან შემიძლია.


სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ: "ყველაფერი, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, არის ის, თუ როგორ გავაუმჯობესოთ იუნაიტედი”  (ნაწილი II )

რამდენად შეიცვალა ფეხბურთი ტაქტიკურად იმასთან შედარებით, როდესაც თავად თქვენ თამაშობდით? ასევე როგორ ვითარდებით ტაქტიკურად? იკვლევთ თუ არა სხვა მწვრთნელების ფილოსოფიას და მათ ტაქტიკას?

"ფეხბურთმა დრამატული ცვლილებები განიცადა. წარმოუდგენელ შთაბეჭდილებას და ყურადღებას იპყრობს პოლ ბრენდისა და მისი ბიჭების ასეთი წარმატება. როდესაც მე უკანასკნელად ვითამაშე იუნაიტედში, ასეთი ინფორმაცია და წარმატება არ გვსმენია."

"ჩემი მთელი სამწვრთნელო შტაბი ძალიან კარგად არის მომზადებული, რადგან სხვა ადამიანები ერთ საათზე მეტ დროს ხარჯავენ მოწინააღმდეგის გაშიფვრაზე. ამასთან ერთად, თქვენი მოწინააღმდეგეები არ მუშაობენ მშვიდად და ასევე სწავლობენ თქვენიდან ბევრს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელშიც ტაქტიკურ ძლიერ მოთამაშეს მიიღებთ რონელიც უპირატესობაში და მატჩის მოგებაში დაგეხმარებათ."

"ახლა თვითონ თამაშის სტილიც შეიცვალა. როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, მოედანზე კიდევ ბევრი ადგილი იყო. ახლა კი ყველაფერი ძალიან კომპაქტური და რთული გახდა. ფეხბურთი ახლა უფრო ჰგავს ხელბურთს - განუწყვეტლივ შეტევები მოედნის ერთი ბოლოდან მეორეზე, მოწინააღმდეგეების პრესინგით. ინგლისურ ფეხბურთში გუნდები მაღალი წნეხით გამოირჩევიან, ყველას სურს მაქსიმალურად ზეწოლა მოახდინოს შენზე. ნორვეგიაში, გუნდები ტენდენციურად მოხვდებიან მოედნის საკუთარ ნახევარზე, ხელოვნური სიმჭიდროვის გამო, რომელიც ფეხბურთს ასე სწრაფად ავითარებს და ალამაზებს."


სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ: "ყველაფერი, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, არის ის, თუ როგორ გავაუმჯობესოთ იუნაიტედი”  (ნაწილი II )


გავიხსენოთ კონკრეტული მატჩი - ბარნლისთან სტუმრობა გასულ სეზონში. თქვენ დაავალეთ ანდრეას, რომ სწრაფად განეხორციელებინა თავდასხმა მოწინააღმდეგე გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ფიზიკურად ძლიერია, რატომ ?

"ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, მაგრამ მე ამ მატჩიდან მახსოვს, რომ ამის ნაცვლად დენიმ 10 მეტრი დაბლა ჩამოიწია, რათა ანდრეას ჰქონოდა საკმარისი ადგილი ნახევარდაცვის ხაზებს შორის, რომ წინ გვეთამაშა სერაფად. შესაძლოა გეგმები ნებისმიერ დროს შეივალოს. რა მოხდება, თუ ბარნლიმ გადაწყვიტა ითამაშოს განსხვავებულად, ვიდრე ჩვენ ველოდით და სწრაფი ფეხბურთის ნაცვლად შეარჩიონ ნელი ფეხბურთი"

"ზოგჯერ თქვენ უნდა მოერგოთ მეტოქეს, ზოგჯერ კი თქვენ თვითონ უნდა აიძულოთ მეტოქეს ადაპტირება მოახდინოს თქვენს მიმართ და ითამაშოს ისე რომ მოწინააღმდეგე შენს თამაშზე მოერგოს შეცვალოს საკუთარი თამაში, ეს ეხება ნებისმიერ გუნდს, მაგრამ ზოგჯერ თქვენ უნდა შეცვალოთ თქვენი თამაშის სისტემა მაშინ, როდესაც თამაში შენი გეგმის მიხედვით არ მიდის."

"ეს ხდება ისე, რომ შიძლება ცვლილებები დრამატული აღმოჩნდეს. მაგალითად, როგორც პსჟ-სთან მატჩში ან ლივერპულის წინააღმდეგ ოქტომბერში. "პსჟ" სთან ორი დღე დაგვჭირდა, რომ მოვმზადებულიყავით ამ მატჩებისთვის, მოვემზადეთ მათი შეჩერება შევძელით და მოვიგეთ ეს შეხვედრა. ლივერპულთან კი ჩვენ გამარჯვებამდე მხოლოდ ხუთი წუთი გვაშორებდა. რა მოხდა, რა მოხდა და მათ გაიტანეს რაც საწყენი იყო, მაგრამ ჩვენ გავხდით პირველი გუნდი, რომელმაც მათგან ქულები დააკარგინა."

"მე მირჩევნია მყარი საფუძვლებს დაეყრდნო, ვიდრე პრინციპებს. უკეთესია, შემდეგ მატჩში შეცვალოთ რაც გჭირდებათ და ზოგჯერ სამი მცველით გასვლაც კარგია დიდი გუნდების წინააღმდეგ."

"ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა გზები და ვითამაშოთ ტაქტიკურად ძლიერად მატჩების მოსაგებად. ვიცი, რომ წინ კარგი თამაში, უკანა პლანზე მყოფ მყარ ფეხბურთელს მოითხოვს."

"თქვენ ახსენეთ ბიელსი. მარტინ პერტი არგენტინაში გაემგზავრა, რათა რამდენიმე თვე გაეტარებინა მასთან. ამის შესახებ ბევრი ვისაუბრეთ. ბიელსი არის მწვრთნელი, რომელსაც ჩვენ ყველა დიდ პატივს ვცემთ მისი დეტალური გაგების და ტაქტიკური თამაშის შესახებ, მაგრამ მე ასევე ვმუშაობდი შესანიშნავ მწვრთნელებთან ერთად. კარლოს კუიროზმა დიდი დრო დაუთმო ტაქტიკას და მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მისი რამდენიმე ასპექტი მე მივიღე ვისწავლე და გამოვიყენე მიოლდეში მუშაობის პერიოდში. ასევე რა თქმაუნდა, სერ ალექსი და სტივ მაკლარენიც შესანიშნავი პიროვნებები არიან."


სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ: "ყველაფერი, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, არის ის, თუ როგორ გავაუმჯობესოთ იუნაიტედი”  (ნაწილი II )

რამდენი დრო სჭირდება, სანამ ობიექტურად ვიმსჯელებთ თქვენს მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ?

"ამის შესახებ შეგიძლიათ იმსჯელოთ იმ დღიდან, როდესაც მე აქ ჩამოვედი. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, არის ის, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ იუნაიტედი და მისი რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე დავაბრუნოთ კუთვნილ მწვერვალზე. რამდენად სწრაფად შეგვიძლია ამის გაკეთება? კარანტინის დაწყებამდე ვიგრძენი, რომ სწორ გზაზე ვიყავით არ ვიცი, რამდენად ახლოს ვართ იუნაიტედის თავის ადგილზე დაბრუნებასთან, სადაც ისინი უნდა იყვნენ, მაგრამ მე ვიცი, რომ ჩვენ ვმუშაობთ ამის მისაღებად

როდესაც შენს წინამორბედ ბატონ ჟოზე მოურინიოს ვესაუბრეთ, მან პირობა დადო, რომ თუ პრემიერ ლიგის მოგებას შეძლებდა იუნაიტედთან ერთად, მორიგი მატჩის შემდეგ ის დაბრუნდებოდა შინ ავტობუსით. სამწუხაროდ, არც ერთი და არც მეორე არ მომხდარა. მზად ხართ თქვენ ასეთი ნაბიჯისთვის, თუ თქვენი ხელმძღვანელობით, მანჩესტერ იუნაიტედი კვლავ გახდება ინგლისის ჩემპიონი?


"ამაზე მე როგორ უნდა ვთქვა უარი?"


(ახლა კი მკითხველების რამდენიმე კითხვა)


რომელ სტადიონზე მოგწონთ თამაში ყველაზე მეტად და რომელი გუნდის გულშემატკივრების მიმართ გაქვთ პატოვისცემა ?

"რაც შეეხება სტადიონს, ეს არის ის ქალაქი, სადაც უკვე სამჯერ მოვიპოვეთ გამარჯვება."

"როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, პირველად მომეწონა ვაით ჰართ ლეინი. ასევე ფანტასტიკური შეგრძნებაა, როდესაც ენფილდში მიდიხარ, როგორც გულშემატკივარი და შენი გუნდის გამარჯვებას ხედავ. მე მქონია ასეთი შეგრძნება."

"ყოველთვის მიყვარდა ინგლისური ფეხბურთი და ინგლისური სტადიონები. როცა ბავშვი ვიყავი, მამაჩემს ვთხოვე, საშობაოდ წასულიყო ინგლისში ორიოდე მატჩის საყურებლად, რადგან ეს ძალიან კარგია. ასევე მიყვარს თევზისა და ჩიპსის მაღაზიები, ბარები, მე მიყვარს აქაური მხიარული გარემო."


- რა არის მანჩესტერში თქვენი საყვარელი ნაწილი? როგორ შეიცვალა ქალაქი 1996 წლის შემდეგ როდესაც თქვენ აქ პირველად მოხვედით ?


ფაქტობრივად, ბევრი რამ შეიცვალა. ქალაქის მოდერნიზაცია, რომელიც იმ დროს დაიწყო, ამ დრომდე არ გაჩერებულა. მართალი გითხრათ მე არ ვარ ქალაქის ადამიანი, მე ვცხოვრობ ჩეშირში და მიყვარს ოჯახთან ერთად ბუნებაში სიარული და სუფთა ჰაერი სუნთქვა. მე მიყვარს სახლის გარეთ დროის გატარება."

სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ: "ყველაფერი, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, არის ის, თუ როგორ გავაუმჯობესოთ იუნაიტედი”  (ნაწილი II )


მამათქვენი ბერძნულ-რომაული მებრძოლი იყო და თქვენც იგივე განაგრძეთ, როდესაც ბავშვი იყავით, ამაზე რას გვეტყვით ?

"ჩემს ძველ ბევრ ჭიდაობას ვუყურებ და ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი არ ვიყავი, ახლა კი მაგაზე საუბარი არ მსურს."

ლეოპარდთან საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავდით, კიდევ ერთხელ ხომ არ ეჭდავებოდით მას პატარა ქველმოქმედებისთვის ?

"ამაზე ვპასუხობ ერთი დიდი არა - თი! რადგან ქველმოქმედებას უფრო მეტ ფულს ვჩუქნიდი, ვიდრე ლეოპარდთან. ჭიდაობაში არ ვიყავი კარგი, შემეძლო გარკვეული წარმატების მიღწევა, მაგრამ ის ბიჭი ჩემი ასაკში და ჩემს წონაში საუკეთესო იყო ნორვეგიაში. ის ჩემთან ვარჯიშზე მოვიდა სასაუბროდ მაგრამ მე უბრალოდ თავი დავანებე ჭიდაობას."

"მე ასევე ვთამაშობდი მის წინააღმდეგ ფეხბურთს და ასევე ორივე ქალთან გუნდის მწვრთნელებიც ვიყავით


რატომ ან როგორ ჩნდება ამდენი ფეხბურთელი პატარა ქალაქში, როგორიცაა კრისტიანსუნდე? თქვენი ცხოვრების განმავლობაში ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ოთხი მოთამაშე ჩამოდის 25000-იანი ქალაქიდან.

"ეს არის ჩვენი მენტალიტეტი. ჩვენ საკმაოდ სქელი ტყავები გვაქვს (იცინის) ჩვენ ვსწავლობთ წარმატების მიღქევას და როგორ მივიღოთ ის, რაც ჩვენ გვინდა."

"ჩვენ გვყავს ისეთი მწვრთნელებიც, როგორებიც არიან ოლე ოლსენი. მან ბევრი რამ გვასწავლა ყველას და შექმნა ეს საიცარი გარემო. მეც იგივე მინდა გავაკეთო იუნაიტედში."


სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ: "ყველაფერი, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, არის ის, თუ როგორ გავაუმჯობესოთ იუნაიტედი”  (ნაწილი II )


დამეთანხმებით ან მართალია, რომ 50 ათასი ნორვეგიული კრონი გადარიცხეთ ბრენუმის ქანდაკების ასაწყობად ბეთამის კოშკის თავზე ? ისეთივე ქანდაკების როგორიც რიოში ქრისტეს მაცხოვრის ქანდაკებაა ?

”ქანდაკებების შესახებ საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია და არ მსურს. მოდით ვითამაშოთ ლამაზი ფეხბურთი და მოვიგოთ ტიტულები."
ინტერვიუები
32 კომენტარი
№1
ავტორი: Takashi Fukunishi
28 აგვისტო 2020 01:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 109
ოლე გესმის საგანი, თუ მმართველებთან არ გაფუჭდება ურთიერთობა, დაწერ შენს ისტორიას მანიუში.
პს. ჰენდერსონი ფეხით როგორ თამაშობს იცით ვინმემ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ B E L I E V E
№2
ავტორი: Phil Jones
28 აგვისტო 2020 01:56
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ბოლო დროს ყველაფერს მესის ვუკავშირებ :)) ხოდა უცებ გამახსენდა, ამ მესის ადიდასთან აქვს კონტრაკტი, შეიძლება ბევრს გაგეცინოთ, მაგრამ მსგავს დროს მთავარი სპონსორები უდიდეს როლს თამაშობენ ტრანსფერებში...
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
28 აგვისტო 2020 04:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
პირველ რიგში მადლობა ავტორს, ასეთი დეტალური და ვრცელი ინტერვიუსთვის. ყველას იმედი გვაქვს რო გაამართლებს ოლეს მიდგომები და წარმატებული იქნება შემდეგი სეზონები, მარა ტრანსფერები თუ არ გაკეთდა ამ შემადგენლობით ძაან გაუჭირდება, ადრე კი ეგონა ლინგარდი-პერეირათი მოვიგებ თამაშებსო და დაეყრდნო ასეთ ფეხბურთელებს მარა თვითონაც მიხვდა ბოლოს რო არ გამოვიდოდა ასე მარტივად.

ციტატა: Takashi Fukunishi
ოლე გესმის საგანი, თუ მმართველებთან არ გაფუჭდება ურთიერთობა, დაწერ შენს ისტორიას მანიუში.
პს. ჰენდერსონი ფეხით როგორ თამაშობს იცით ვინმემ?


ხაზზე კარგად თამაშობს, როგორც ასეთი ბურთის მოგერიება ფეხით, დე ხეას მსგავსად მარა ამოტანაში, პასებში და გათამაშებაში მთლად ედერსონი და ნოერი ვერაა :) დე ხეა ჯობია ამ კონპონენტშიც, ჩემი აზრით.
0
№4
28 აგვისტო 2020 07:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ციტატა: Phil Jones
ბოლო დროს ყველაფერს მესის ვუკავშირებ :)) ხოდა უცებ გამახსენდა, ამ მესის ადიდასთან აქვს კონტრაკტი, შეიძლება ბევრს გაგეცინოთ, მაგრამ მსგავს დროს მთავარი სპონსორები უდიდეს როლს თამაშობენ ტრანსფერებში...

კი ზუსტად ეგრეა.
1
№5
ავტორი: Buk777
28 აგვისტო 2020 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
ციტატა: Takashi Fukunishi
ოლე გესმის საგანი, თუ მმართველებთან არ გაფუჭდება ურთიერთობა, დაწერ შენს ისტორიას მანიუში.
პს. ჰენდერსონი ფეხით როგორ თამაშობს იცით ვინმემ?

Ki dzan magrad tamashobs fexit da xelotac mag asakistvis sakmaod dzlieri mekarea
2
№6
ავტორი: Rooni
28 აგვისტო 2020 15:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
ტრანსფერებზე რამე ქენით ხოარ გამოცენზურავდით ჩელსიმ იყიდა ყველაფერი რაცმოძრაობს და ესენი ფხანენ
1
№7
ავტორი: ozymandias
28 აგვისტო 2020 19:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 416
დღეს საერთოდ არაფერი დაწერილა ჩვენზე და ძაან ცუდია რო ჭორის დონეზეც არ განვიხილებით :D კაროჩე არავის არ ვყიდულობთ და ჯობია შევეგუოთ მძიმე მომავალ სეზონს და 85 წუთამდე ცვლილებების ვერ გაკეთებას უამრავ ტრავმას და პერეირა-ლინგარდის ფაფხურს...რას ვიზამთ ახლა თუ ვერ ძლიერდები მომავალ წელს მოიყვანენ ალბათ ბორნმუთიდან დევიდ ბრუქსიო თუ ვინცაა ეგეთებს და დენი ჯეიმსის დონის ვითომ ამომავალ ვარსკვლავებს :დ
1
№8
ავტორი: mishamisha
28 აგვისტო 2020 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 26
სანჩოს გადმოიყვანებენ მაგრად მჯერავს,მაგიტო არ ყიდულობს ოლე ჩენი აზრით არავის.სწორად იქცევა ძალიან...ვუდვორდი უნდა მიაყენოს მის ადგილას.მე მინდა ეს არა ის და ვსიო!!!
1
№9
ავტორი: ozymandias
28 აგვისტო 2020 20:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 416
სანჩო და ვან დე ბეეკი.მომავალი წლიდან ჰალანდი და ერთი კაი მცველი ამრლა რა გახდა :D
1
№10
ავტორი: Chesterman
28 აგვისტო 2020 20:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 698
All Football მაქ აპი და მანჩესტერი მაქვს მითითებული ფავორიტად და რაც კი რამე ცნობილი გაზეთი დაეერს ჩვენს ყველაფერს მიგდებს და 3-4 დღეა მაგუაერის მეტი სიახლე არ მხვდება ისიც 1-2 დაიდო :დ დეილი მეილიც კი არ იგონებს არაფერს ჩვენზე)))ბაზარზე ფეხბურთელებინარიან ისეთები როგორც გვინდა და როგორიც გბჭირდება,არის ვან დე ბეეკი,გრილიში თუ ბევრი ფულის დახარჯვა არ უნდათ მინგსი მოიყვანონ დაცვაში ადნაც რაისი იყიდონ დაცვაშიც დაეხმარება და ცენტრშიც მაგარი იქნება ნუ მოკლედ რა...ამ ზაფხულს თუარ იყიდეს მერე ალბათ ბრუნოსავით ზამთარში იყდიან რო როგორმე მე4 ადგილისთვის მაინც ვიბრძოლოთ ))ანდაც სოლკიაერს არ ენდობა როგორც მოურინიოს ბოლო სეზონში ისე მაგრამ ამას პროგრესი მაინც აქვს და რაღაცას მაინც დაემსგავსა გუნდი...ეშმაკმაც არ იცის ვუდვირდ სრა გეგმა აქ არადა როგორ გინდა მშვიდად იჯდე და უყურო როცა ჩელსი ამდენ გეხბურთელს იმატებს
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top