1 ბოთლი შამპანიური 18000 ევრო.
The Sun ჰარი მაგუაიერთან დაკავშირებით საინტერესო სიახლეს აქვეყნებს. როგორც ცნობილია, "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი 2 დღით საბერძნეთის პოლიციაში იყო დაკავებული.
ჰარის საკუთარი ძმა ჯო მაგუაიერი, როს ბარკლი, კრის ჰიუჯისი და სნუკერის მოთამაშე ჯუდ ტრამპი ახლდა.
ჯამში ჰარიმ და მისმა მეგობრებმა, 63000 ევრო დახარჯეს. გასაჯაროვდა ის მომსახურებები,რაც მათ მიიღეს: მზის აბაზანები, რომლის ფასიც 2000 ევროს აღემატება. ასევე, 2002 წლის გამოშვება "დომ პერინიონი" - 18 000 ევრო. "არმან დე ბრინიაკის" 1 ბოთლი შამპანური - 17 000 ევრო. 3 ბოთლი "ჯეკ დენიელსი" - 750 ევრო.
სპორტსმენებს ფული არც საკვებში დანანებიათ. მათ შეუკვეთეს 7 სახეობის თევზის ასორტი, რომელიც 820 ევრო დაჯდა. ასევე, 1200 ევროს ლობსტერი და ბერძნული სამზარეულოს კერძების ასორტი.
მეგობრებმა შესანიშნავი დრო გაატარეს, მაგრამ ამის შემდეგ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მაგუაიერმა ჯერ ტურისტს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ - სამართალდამცავებს.
დღეს კი საბერძნეთის სასამართლომ ინგლისის ნაკრების კაპიტანი დამნაშავედ ცნო.
https://www.thesun.co.uk/