თბილისი:
მანჩესტერი:
24-08-2020, 00:31
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 1630,
კომენტარები: 6
სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ: "ფეხბურთს სჭირდება ძლიერი ხასიათის მქონე ფეხბურთელები" (ნაწილი I )
სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ (ნაწილი I )
სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ:
ენდი მიტტენთან საუბარში, ნორვეგიელმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ატარებს დროს კარანტინში, მან ასევე გაგვიზიარა თავისი მოგონებები "პარიზის სასწაულისა" და მისი გუბდის მართვის მეთოდების შესახებ.


"ჩემი ცხოვრება დიდად არ განსხვავდება სხვა ადამიანების ცხოვრებიდან, რომლებიც იძულებულნი არიან მოიეყინონ. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ხშირად ვზივარ ვიდეო კომუნიკაციასთან, სამწვრთნელო შტაბთან და ფეხბურთელებთან. ჩვენ მუდმივად ვუკავშირდებით ერთმანეთს, ვადგენთ სათამაშო გეგმებს. ცოტათი ვასწავლი სკოლაშიც. ამ სიტუაციის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ უფრო მეტი დრო შემიძლია გავატარო ჩემს ოჯახთან ერთად. ჩვენ ერთად დავდივართ და ვთამაშობთ სხვადასხვა პორტს."

"უფრო ხშირად დავიწყე სიახლეების ყურება, რადგან მსურს ვიცოდე რა ხდება. ასევე ტელევიზორის სისტემატიური ყურებაც დავიწყე, ვნახე ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმი "ბოლო ცეკვა" მაიკლ ჯორდანის შესახებ. ეს ხდებოდა იმ დღეებში, როდესაც მე ჯერ კიდევ ფეხბურთს ვთამაშობდი. როგორც მენეჯერი და მწვრთნელი, ბევრ რამეზე ვფიქრობ, იმაზეც, თუ როგორ გრძნობენ თავს ჩემი ფეხბურთელები და შეიძლება შენი პატარა შეცდომა საბოლოოდ გადაიქცეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად.


"დროის უმეტეს ნაწილს სახლში ვატარებ მანჩესტერის გარეუბანში. აპრილსა და მაისი ამინდი უბრალოდ მშვენიერია. მე მიყვარს დროის გატარება გარეთ, ხანდახან დავდივარ ალდერლის ედის ზღვაზე. მე ასევე მივიღე გამოწვევა ბრაიან რობსონისგან და შევკრიბე ყველაფერი ოლდტრაფორდზე, უფრო სწორად, ეს შეკრიბეს, რადგან უმეტეს ნაწილს ჩემი ოჯახი აგროვებდა, ასეთი მოთმინება მეჯერ არმაქვს."

ჩვენ გვესმის, რომ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე ფეხბურთია, თუმცა სეზონი შეწყდა, როდესაც იუნაიტედი საუკეთესო ფორმაში იყო. როგორ მიგაჩნიათ ეს და რით განსხვავდება 2020 წლის მარტი 2019 წლის მარტისგან, როდესაც მკვეთრად დაიწყეთ წარუმატებლობა?

"თითოეული მატჩი ცალკე ისტორიაა. განსხვავებული მომენტებია, სხვადასხვა დეტალები ჩნდება, მაგრამ ზოგადად, გუნდის სული და რწმენა გაძლიერდა. ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთში. 2019 წლის მარტში ფეხბურთელები ფიზიკურად დაღლილები და გონებრივად დეპრესიულები იყვნენ, მათ მცირე დაზიანებები ჰქონდათ. ფეხბურთელებმა უარყოფითად დაიწყეს ფიქრი, ახლა კი ყველა დადებითად ფიქრობს."

სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ: "ფეხბურთს სჭირდება ძლიერი ხასიათის მქონე ფეხბურთელები" (ნაწილი I )


"ასევე იყო სხვა პრობლემები, რაც არ მომეწონა, პირად ამბიციებთან იყო დაკავშირებული, რომლებიც ზაფხულამდე ვერ მოგვარდებოდა. ესპანეთში ბოლოდროინდელმა მოგზაურობამ კიდევ უფრო მკაფიოდ დაგვანახა ეს. გუნდი კარგ ხასიათზე იყო. მალევე კი ბრუნო გავიფორმეთ და ის ძალიან დაგვეხმარა ჩვენი მიზნების მიღწევაში."


თქვენ ისაუბრეთ პირად ამბიციაზე, მოაგვარეთ თუ არა ყველა პრობლემა? ჩვეულებრივ, მოთამაშეები ალბათ ბრაზდებიან, როდესაც თამაშის საშუალება არ ეძლევათ, როგორ ხდება ახლა?

"ყველა ფეხბურთელს სურს მუდმივად თამაში, მაგრამ თუ გუნდს სურს იყოს წარმატებული, თითოეულ მოთამაშეს უნდა ესმოდეს, რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო. დარწმუნებული ვარ, ამ გუნდში არც ერთი ცუდი მოთამაშე არ არის. არავის სურს თამაშის გარეშე დარჩენა, მაგრამ ყველამ იცის, რომ მათ ადგილისთვის ბრძოლა მოუწევთ"

"ეს არის ჩემი მიდგომა, მწვრთნელს სურს საკუთარი თავის ფეხბურთელებში ნახვა, ეს ბანალურია, მაგრამ ეს ასეა. ყველამ უნდა იმუშაოს და მომზადდეს. ალბათ მე ვეტყვი ბიჭებს, "თქვენ არ ხართ მზად" დღეს, ამიტომ მივალთ და ავუხსნით კონკრეტულ ფეხბურთელს, რომ მან უნდა გააგრძელოს მუშაობა საკუთარ თავთან და რატომ შევარჩიე ის კონკრეტული გუნდი. დეტალების თვალყურის დევნება ჩემი ერთ-ერთი ამოცანაა."


რატომ იყო კარგი მოგზაურობა მარბელაში? ოთხმოციან წლებში, ინგლისური კლუბები იქ დადიოდნენ იქ და ყოველ ღამე 10 პინტს სვამდნენ და რას აკეთებდით თქვენ ?

"არ ვიცი როგორ ხდება ახლა სხვა კლუბებში, მაგრამ ჩვენთან მსგავსი არაფერი გაკეთებულა. უბრალოდ კარგი განწყობა გვქონდა. ვგრძნობდი, რომ ყველას სურდა გუნდის ნაწილი ყოფილიყო. არავის უცდია საბნის გადახდა, ამინდიც დაგვეხმარა, ბიჭებმა შეძლეს სხვადასხვა დეტალებისა და ტაქტიკური სქემების შემუშავება. ჩვენ ვმუშაობდით გუნდურად და როდესაც დავბრუნდით, ჩელსისტან გოლი ზუსტად ამ სქემის დამუშავების შედეგი იყო სტანდარტიდან. ჩვენი მოგზაურობის დროს დავინახე, თუ როგორ ადვილად შეუერთდა გუნდს ბრუნო."

"ესპანურმა საზოგადოებამ თხოვნით მოგვმართა. ბევრი მივიდა მალაგასთან მატჩშიც. ჩვენ ასევე მივეცით მოთამაშეებს კვირაში ერთი დღე დასვენებისთვის, რათა ისინი გონივრულად მომზადებულები დაბრუნებულიყვნენ სათამაშოდ. მათ კარგი დრო გაატარეს და ეს გუნდი ძალიან ბედნიერია, რადგან მოკლე შესვენების შემდეგ ისევ სათამაშოდ დაბრუდნენ. ეს გავაცნობიერე ავსტრალიაში პრესეზონიის დროს. ჩვენი ფეხბურთელები შესვენების შემდეგ უფრო მეტად ფოკუსირდებოდნენ თამაშზე."

სტანდარტების შესრულებისას, რატომ გაიტანა იუნაიტედმა ძალიან ცოტა გოლი, სანამ ბრუნო გადმოვიდოდა თქვენს გუნდში ?

სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ: "ფეხბურთს სჭირდება ძლიერი ხასიათის მქონე ფეხბურთელები" (ნაწილი I )


"ჩვენ მოვემზადეთ და ვვარჯიშობდით. ზოგჯერ მონდომება არ იყო საკმარისი, ზოგჯერ ჩვენს მიერ შექმნილ შანსებს სათანადოდ ვერ ვიყენებდით. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებდით მუშაობას და გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ ზუსტი პასის გაკეთება და გოლის გატანა. რაშმა აჩვენა, რომ კარგად გამოსდის თავისუფალი დარტყმები მოედანზე."


რა იყო პირველი, რაც თქვენ გააკეთეთ იმისათვის, რომ იუნაიტედის კულტურა შეგენარჩუნებინათ , როდესაც დაინიშნეთ ?

"მაიკლი, მაიკლი და მე მრავალი წლის განმავლობაში ვიყავით ამ კლუბში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანა იყო ფეხბურთელებთან და თანამშრომლებთან კონტაქტის დამყარება. ბევრ ადამიანს ვიცნობდი, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში აქ მუშაობენ, ვიცი, რომ კარგი ხალხია და კარგად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. ყველამ დახმარების ხელი გამომიწოდა, ამიტომ მინდოდა გუნდში ოჯახური ატმოსფეროს შექმნილიყო."

"მე გვერდით მჭირდება ადამიანები, რომლებიც შრომისმოყვარე, თავმდაბლები არიან და კლუბისთვის საუკეთესო სურთ. ასევე მნიშვნელოვანია ფეხბურთელებთან კომუნიკაცია. პირველი რაც მე გავაკეთე, ვუთხარი მათ, რას ვაპირებდით ახლა და მომავალში. მინდოდა მათში მაქსიმალურად კარგი ჩვევები ჩამომეყალიბებინა."


გამარჯვებების დაწყებისას, როდის მიხვდით, რომ გუნდს მნიშვნელოვანი კაპიტალური რემონტი სჭირდებოდა? ან ეს მხოლოდ მაშინ ხომ არ გააცნობიერეთ, როდესაც წაგებები დაიწყო ?

"როდესაც გაიმარჯვებთ, ყველაფერი მარტივია და მარტივდება. ამით ყველა ბედნიერია, ამიტომ თქვენ არანაირი პრობლემა არ გაქვთ იმ დროს. თქვენ მხოლოდ პრობლემების მოგვარების დროს, გესმით ვინ გსურთ თქვენს გუნდში, ან ვის აქვს თქვენთვის საჭირო თვისებები და იზიარებს თქვენს ღირებულებებს. ჩვენ ეს ვერ გავიგეთ, სანამ პარიზში გამარჯვების შემდეგ წაგებების სერია არ დაიწყო."

სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ: "ფეხბურთს სჭირდება ძლიერი ხასიათის მქონე ფეხბურთელები" (ნაწილი I )


"შემდეგ დავიწყე გააზრება, ვის გარშემოც მინდა გუნდის აშენება, ისინი წარმატებულები უნდა იყვნენ მრავალი წლის განმავლობაში. ფეხბურთს სჭირდება ძლიერი ხასიათის მქონე ფეხბურთელები, მაგრამ გუნდი პირველ რიგში წარმატებული უნდა იყოს. მე ბევრ რამეს ვხედავ, ამიტომ სეზონის დასრულებამდე ეს ყველაფერი უნდა გამოვასწოროთ."




თქვენ გაიფორმეთ სამი ახალი მოთამაშე და შეავსეთ ყველაზე სუსტი პოზიციები მაღალი დონის ფეხბურთელებით, რატომ დაიწყო სეზონი ასე ცუდად? დეკემბრისთვის მხოლოდ ოთხი მოგება გქონდათ ლიგაში.

"მართალია, მაგრამ მოდით შევხედოთ თითოეულ მატჩს. ქულები არაერთხელ დავკარგეთ. თუმცა შემდეგ ჩელსი დავამარცხეთ. ვულვერჰემპტონთან მატჩში კარგად დავიწყეთ და მთლიანობაში კარგად თამაში გამოვიდა მგლებს მხოლოდ ერთი დარტყმა ჰქონდათ კარში, შემდეგ ნევეშმა გაიტანა, მაგრამ პენალტის გარდაქმნა ჩვენ ვერ მოვახერხეთ. ამის შემდეგ კი რაღაც უსახური თამაში დავიწყეთ."

"თუ დადებითად იფიქრებთ, გარემოებები თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს და თუ უარყოფითად ისინი თქვენს წინააღმდეგ. თუ ამ მატჩს კიდევ 100-ჯერ ვითამაშებდით, გავიმარჯვებდით 99. ეს იყო ჩვენი ყველაზე უჩვეულო და ცუდი თამაში ამ სეზონში. გარდა ამისა, ჩვენ დავკარგეთ ლუკი და ენტონი. ამიტომ, რამდენიმე მატჩის შემდეგ, ნეგატიურმა ატმოსფერომ დასადგურა გუნდში."

"მანჩესტერ იუნაიტედში, ასეთი რამ განსაკუთრებით რთულია. მეოთხე მატჩი საუთჰემპტონთან გასვლა იყო. ჩვენ კარგად ვითამაშეთ, წინ გავედით, მაგრამ მეორე გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. მათ ორი შანსი ჰქონდათ, რომელთაგან ერთის რეალიზება შეძლეს. ზოგადად, პირველი ოთხი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოვიგეთ და შვიდი ქულა დავკარგეთ რაც ძალიან საწყენია."


საერთაშორისო შესვენების შემდეგ, ჩვენ ლესტერს ვესტუმრეთ და ვფიქრობდი, რომ დასტაბილურების გზაზე ვიდექით, მაგრამ შემდეგ ვესტ ჰემსა და ნიუკსლტან ორივე თამაშში დავმარცხდით. ეს ძალიან გულდასაწყვეტი და იმედგაცრუება იყო."

"როდესაც ლივერპულთან მატჩისთვის ვემზადებოდით, მივხვდი, რომ ერთი ნაბიჯით შორს ვიყავით ლიგის ზონასთან. ჩვენ გავაგრძელეთ მუშაობა, შევეცადეთ მცირე დეტალების შემუშავებას, მაგრამ ყველაფერი ძალიან არასტაბილურად წარიმართა. ჩვენ ისევ დავკარგეთ ქულები ეს იყო ბორნემუთთან, ვესტ ჰემთან, და ნიუკასლთან, ამ მატჩებში პირველი გოლი ჩვენ გავუტანეთ და ვერ მოვიგეთ. ყველა კრიტიკა, რაც ჩვენკენ იყო მიმართული, არის საკმაოდ სამართლიანი, რადგან ჩვენ ვერ შევძელით უფრო მეტი თამაშის მოგება."


რატომ თამაშობს იუნაიტედი უკეთეს გუნდებთან უფრო კარგად? ყველაზე რთულ პერიოდშიც კი შეძლო სპურსისა და სიტის დამარცხება?

"ფეხბურთელები ექსტრემალურად იყვნენ კონცენტრირებულნი სპურსთან მატჩში. მედიამ მხოლოდ ჩვენს შესახებ ისაუბრა შეფილდ იუნაიტედში ჩასვლის შემდეგ და ვილაზე სახლში თამაშის დროს. ჟოზე ბრუნდებოდა ოლდ ტრეფორდზე და ყველას ესმოდა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო, როგორც ჩემთვის, ასევე კლუბისთვის. ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ."

"ეს იყო მეისონის (გრინვუდის) პირველი პრემიერ ლიგის თამაში და იგი თავის პოზიციაში შესანიშნავად გამოიყურებოდა. რაშიც შესანიშნავი იყო. კიდევ მეტი გოლი უნდა გაგვეტანა."


როგორი იყო ჟოზეს ოლდ ტრაფორდზე დაბრუნების ნახვა? რა ურთიერთობა გაქვთ მეტოქე მენეჯერებთან?

"მე და ჟოზეს მატჩის წინ პატარა ჩატი გვქონდა. მე მასზე აქამდე არ მილაპარაკია, მხოლოდ ერთხელ, როდესაც ის ჩელსის მწვრთნელი იყო და მათ ჰქონდათ თამაში კარდიფთან. სასიამოვნო საუბარი გვქონდა. ის წუხდა სტუმრების ოთახის საკეტების შესახებ, რომელიც აქ ყიფნისას თვითონ შეაკეთა. ჩვენს შორის საოცარი და პოზიტიური ატმოსფერო იყო. კარგი იყო ისევ მასთან შეხვედრა."

სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ: "ფეხბურთს სჭირდება ძლიერი ხასიათის მქონე ფეხბურთელები" (ნაწილი I )


"გაუძლო ზეწოლას როგორც მანჩესტერ იუნაიტედის მენეჯერი ძალიან რთულია, ამისთვის შუბლზე სქელი კანი უნდა გქონდეს, (იცინის) ამიტომ ძნელია ჩემზე ზეწოლის მოხდენა, მაგრამ ყველაფერი, რაც იუნაიტედში ხდება, ყოველთვის მჭიდრო კონტროლის ქვეშ იმყოფება. ნემანიან (მატიჩმა) თქვა, რომ როდესაც ის ლონდონში ცხოვრობდა, მას შეეძლო ქუჩაში გასვლა, და მას ვერავინ ამჩნევდა, მაგრამ მანჩესტერში ჩამოსვლისთანავე ყველაფერი შეიცვალა."


ჯერ არ ვიცით, რა გელით, მაგრამ თუ სეზონი მოულოდნელად ცუდად დასრულდა, როგორ შეაფასებთ მას ათპუნქტიანი სისტემით ? რა იყო სასიხარულო, და რა იმედგაცრუება ? ვინაიდან შეუძლებელია ცხრილის პოზიციის მიხედვით შეფასების გაკეთება, თქვენ რა კრიტერიუმებს გამოიყენებთ მის შესაფასებლად?

"ძნელია რაიმე შეფასების გაკეთება ამ მომენტში, რადგან სეზონი არ დასრულებულა. ხან წააგებ ხან მოიგებ. არის ცუდი და კარგი მატჩებიც ამიტომ დაველოდოთ."


რომელი იყო თქვენი საუკეთესო მატჩი?


"დეკემბრის მატჩი სიტის წინააღმდეგ. მეჩვენებოდა, რომ მატჩი ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ რამდენიმე კარგი კონტრშეტევა გავაკეთეთ. 20 წუთის განმავლობაში შეუძლებელი იყო ჩვენი შეჩერება, ჩვენ მთელი მოედანი დავიკავეთ. მატჩის შემდეგ მშვენივრად ვიგრძენი თავი. ჩემი ოჯახი იქ იყო. შემდეგ თვეში კვლავ დავამარცხეთ ისინი. "მანჩესტერ სიტი" ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ამ თამაშებში ჩვენს წინააღმდეგ ვერაფერს გახდნენ."

რომელი მოთამაშე მოგწონთ ან რომელმა გადააჭარბა თქვენს მოლოდინებს ყველაზე მეტად?

"ბევრი მოთამაშე გაძლიერდა. გაიხსნეთ ახალგაზრდა ბიჭები, იგივე ბრენდონი (უილიამსი) და მეისონი (გრინვუდი). ეს არის ის იუნაიტედი რომელსაც ვიცნიბთ. მარკუსმა (რაშფორდმა) აჩვენა ლიდერობის უნარი. ფრედს შეუძლია გადალახოს ის სირთულეები, რომლებიც თავიდანვე შეექმნა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი მოყვანილი მოთამაშეებით. აარონი (ვან-ბისაკა) და ჰარი (მაგუირე) გუნდის შესანიშნავი შენაძნები არიან, ისევე როგორც დენიელი (ჯეიმსი). მე ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ფეხბურთელებით."


ჰარი მაგუირი ექვსი თვის გადმოსული იყო როდესაც კაპიტანი გახდა, მასეს კარგად გამოსდის. რატომ აარჩიეთ იგი?


"რამდენიმე მიზეზის გამო. მაიკი მასთან მუშაობდა ჰალში და კარგად იცნობდა მას. მე მას ვუყურე და გაოცებული ვიყავი მისი ლიდერის თვისებებით, რომელიც მან აჩვენა პირველივე ვარჯიშებზე. რაც უფრო მეტად გაიცნობთ მას, მით უფრო კარგად დაინახავთ მის ლიდერობის თვისებებს, რადგან იგი ამ როლისთვის დაიბადა. ეშლის სურდა იტალიაში წასვლა და როდესაც არჩევანის გაკეთება მომიწია ბევრი არ მიფიქრია, ჰარი გუნდის ნამდვილი ლიდერია."

სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ: "ფეხბურთს სჭირდება ძლიერი ხასიათის მქონე ფეხბურთელები" (ნაწილი I )


რამდენად მნიშვნელოვანია ლიდერის გარეშე თამაში ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ან მის არყოფნის დროს ვინ გააკეთებს ამას ?


"დიდი მნიშვნელობა აქვს რას აკეთებს გუნდი მოედანზე და ამას კარანტინის დროსაც ვხედავდით. ყველამ აჩვენა საუკეთესო თვისებები, მათ შორის ჰარიმაც. ის მუდმივად ურთიერთობს ყველასთან. ის საკუთარ თავზე მეტად გუდზე ფიქრობს. ის აკეთებს ყველაფერს, რასაც იუნაიტედის კაპიტანი უნდა აკეთებდეს."

ჰარი ყველაფერი გასაგებია, მაგრამ შეგიძლიათ აგვიხსნათ, რატომ აირჩიეთ იუნაიტედი? როგორ მოახდინეთ რეალიზება, როდესაც შეიტყვეთ, რომ კლუბი თქვენით იყო დაინტერესებული ?


"ბავშვობიდან "წითელი" ვარ. იუნაიტედს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. მე გულწრფელი, ერთგული და ამ კლუბის მოთამაშე ვარ. წლების განმავლობაში ვგეგმავ და მინდა რომ კლუბთან ერთად უფრო უკეთესად გავაკეთოთ დაწყებული საქმე."

"რამდენიმე წელი მწვრთნელად ვმუშაობდი სხვადასხვა კლუბებში. როდესაც აქ მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დავინიშნე, მინდოდა, რომ მათ დაენახათ, რომ მე მქონდა იმის ძალა, რომ მანჩესტერ იუნაიტედის მენეჯერი გავმხდარიყავი."


როგორი რეაქცია ჰქონდა თქვენს მეუღლეს?


"მე საშუალება მომეცა, ექვსი თვის განმავლობაში ამესრულებიმა ჩემი ოცნება და გავმხდარიყავი იუნაიტედის მენეჯერი. მე ყოველთვის ჩემს კონტრაქტებში ვხვდებოდი ისეთ პუნქტებს, სადაც ნათქვამი იყო ის, რომ მე შემეძლო ნებისმიერ დროს გუნდის დატოვება, თუ მიწვეული ვიქმებოდი იუნაიტედში. ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი. როგორც ბავშვი, როდესაც ვთამაშობდი კომპიუტერულ თამაშებს, ყოველთვის მენეჯერი ვიყავი. მე ფეხბურთელი არასდროს ვყოფილვარ, ყოველთვის მინდოდა მენეჯერი გავმხდარიყავი."


რა ურთიერთობა გაქვთ ედ ვუდვორდთან?


"ღია და პატიოსანი. ჩვენ დიდ ურთიერთობაში ვართ. ჩვენ მუდმივად ვუპირისპირდებით ერთმანეთს. მე ვამოწმებ მას, და ის მე."

რას იტყვით შემდეგ ტრასფერებზე ?


"იუნაიტედის მენეჯერის საქმე არ არის მარტივი. მე არ შემიძლია უბეალოდ თითის დადება მოთამაშეზე და იმ მოთამაშის შეძენა. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველაფერი, ეს არის რეალობა, მაგრამ ჩვენ კარგად განვიხილავთ თითოეულ დეტალს."

სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ: "ფეხბურთს სჭირდება ძლიერი ხასიათის მქონე ფეხბურთელები" (ნაწილი I )


ინტერვიუ გვქონდა ედთან და მან აგვიხსნა, თუ როგორ მუშაობს ტრანსფერებზე. როგორ მუშაობთ მათთან? იღებთ თუ არა დროს, რომ შეაფასოთ ფეხბურთელი თავად, ან ენდობით თუ არა კლუბის ბაზაზე მომუშავე სკაუტებსა და რეპორტიორების არჩევანს?


"აქ კარგად დამკვიდრებული და გამართული სისტემა მუშაობს. ფეხბურთი დღეს მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც 20 წლის წინ იყო. ჩვენი სკაუტები მშვენივრად მუშაობენ. მათ აშკარად ესმით, რა მჭირდება ფეხბურთელებისგან და ჩვენ მათ მთლიანად ვენდობით. ჩვენ დარწმუნებული ვართ მათ ხედვაში, რადგან კარგად იციან თუ როგორი უნდა იყოს მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი".

"ჩვენ სისტემატურად ვიღებთ მოთამაშეთა უამრავ სიას და მე ყოველთვის ვუკავშირდები სკაუტებს. როდესაც მოთამაშეს დეტალურად ვათვალიერებ, ვურეკავ სკაუტს და ვიღებ საჭირო ინფორმაციას მასზე. მათ იციან, თუ როგორი ფეხბურთელები მომწონს."



როდესაც ზაფხულში ბრუნოს ტრანსფერი ჩაიშალა, კვლაც განაგრძეთ მისზე დაკვირვება ?


"დიახ რათქმაუნდა, გარდა ამისა, თავად წავედი მის პირდაპირ სანახავად. ზაფხულში კი ჰარი, დენი და აარონი დავიმატეთ. მე დამჭირდა მომეძიებინა მყარი არგუმენტები ფეხბურთელებზე, ვის ირგვლივაც თამაშის ასაწყობას შევძლებდით. დასაწყისისთვის, მინდოდა დაცვის გაძლიერება, ეს იყო ჩემი პრიორიტეტი."


თქვენ ისაუბრეთ ფეხბურთელებზე და გულშემატკივრებზე მანჩესტერულ დერბიში გამარჯვების შემდეგ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს გამარჯვება ?


"ჩემი აქ დაბრუნების მომენტიდან მე მაშინვე განვვავითარე შესანიშნავი ურთიერთობა გულშემატკივრებთან. მათ იცოდნენ, რომ ამ კლუბში ვთამაშობდი, მე მზად ვიყავი წარმატებისთვის მებრძოლა, ასევე მე იმისთვისაც მზად ვიყავი იგივე გამეკეთებინა გუნდისთვის, როგორც მენეჯერს."

"მე არ ვიყავი გუნდში საუკეთესო მოთამაშე, მაგრამ მთელ ძალისხმევას გუნდისთვის ვხარჯავდი. ვფიქრობ, ჩვენი ფეხბურთელები ერთგულებით სავსეები არიან და გულშემატკივრებს შეუძლიათ ამის დანახვა. მათ წარმოუდგენელი მხარდაჭერა გაგვიწიეს სიტისთან და სპურსთან მატჩის განმავლობაში ჩვენ კი 2-1 მოვიგეთ. დიდი და საოცარი ატმოსფერო იყო! მანჩესტერ იუნაიტედის მოთამაშეებს, განსაკუთრებული თვისებები უნდა ჰქონდეთ, იმისთვის რათა ეს შეიგრძნონ და გააცნობიერონ."



რას ფიქრობთ წითელი არმიის თამაშსა და გოლის აღნიშვნაზე სტრეთფორდ ენდის წინ ?


"ძალიან კარგები არიან. ისინი ინარჩუნებენ და ქმნიან საოცარ ატმოსფეროს მთლიან სტადიონზე - ეს წარმოუდგენლად კარგია."

იციან გულშემატკივრებმა თქვენი კულტურისა და მიდგომების შესახებ, ან მათ რა უნდა გააკეტონ იმისთვის რათა საუკეთესოები გახდეთ ?


"ფეხბურთი არის მრავალი ადამიანის რელიგია და ბევრისთვის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. მან სიხარული მოუტანა ბევრს. გულშემატკივარი მატჩის საყურებლად მზად არის სტადიონზე მოვიდეს და დიდი დისტანციიდან ადევნოს თვალყური თამაშს, ბევრს კი მხოლოდ სტადიონის ნახვა და პერანგის შეძენა სურს."

აგროვებთ მაისურებს, როგორც თქვენი ძველი მეგობარი ჟორდ კრუიფი?

"არა, მაგრამ ბევრი მათგანი მაქვს, რადგან ხშირად ვცვლიდი მაისურებს სხვა მოთამაშეებთან. ჟორდის კოლექციის შესახებ ბევრი მსმენია. ოთხმოციანი წლების ბოლოს და ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში კრისტანუნდში კრუიფს მაღაზია ქონდა. მახსოვს კრუიფის ჩექმებში ვთამაშობდი როგორც შინ, ისე გარეთ. ფანტასტიკური ჩექმები, რომელიც შავი ოქროსფერი წარწერებით იყო . ჟორდს ეს ფოტოები ბევრჯერ ვანახე."

სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ: "ფეხბურთს სჭირდება ძლიერი ხასიათის მქონე ფეხბურთელები" (ნაწილი I )


თქვენ აქტიურად ხართ დაინტერესებული ახალგაზრდული სისტემით. რა მდგომარეობაშია ახლა ეს და როგორი იყო ის ათი წლის წინ, როცა ახალგაზრდებთან მუშაობდით?

"მე ყოველთვის ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსს ვაძლევდი. ეს არის მანჩესტერ იუნაიტედის კულტურა. ახალგაზრდა მოთამაშეებს დიდი ერთგულება აქვთ კლუბის მიმართ. ეს მათთვის მხოლოდ დასაწყისია და თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ გახდნენ იუნაიტედის მოთამაშეები. ჩვენს ახალგაზრდულ სისტემას აქვს მდიდარი ისტორია. მე უფრო მეტს ვითხოვ ბიჭებისგამ, რადგან კლუბი მომავალში იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს უნდა დაეყრდნოს რომლებსაც ჩვენი აკადემია გაზრდის."


"არსებობს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის, ორი ან სამი მოთამაშე, რომელთაც შეუძლიათ პირველ გუნდში თამაში მომავალ წელს. თუმცა პირველივე წელსაც ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ. წარმატების მიუხედავად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წისვლა, რადგან ჩვენი აკადემია მრავალი წლის განმავლობაში იქნება არა ერთ-ერთი საუკეთესო, არამედ საუკეთესო ახალგაზრდული აკადემია მსოფლიოში."

გაგრძელება შემდეგ სტატიაში...
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: DaTo_O
24 აგვისტო 2020 00:50
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
ორივე პირველი ნაწილია, უბრალოდ ერთი სიახლოს ორ ნაწილად დადება მომიწია რადგან საიტზე ერთ გრაფაში სრულად ვერ ჩავტიე, იმედი მაქვს მოგეწონებათ..
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№2
ავტორი: bendzela
24 აგვისტო 2020 01:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
ძალიან საიტერესო სტატია არის .. მადლობა ავტორს !!
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
24 აგვისტო 2020 08:38
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
მადლობა ავტორს.
ტრანსფერებზე რაც ისაუბრა იმედია გასაგებია თუ როგორ მუშაობენ და ედიკა არაფერ შუაშია
0
№4
ავტორი: ikeoni
24 აგვისტო 2020 16:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
მადლობა ავტორს საინტერესო სტატიისთვის
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
24 აგვისტო 2020 17:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
საინტერესო სტატიაა, დღეს რა როგორი ურთიერთობა აქვს ხემძღვანელობასთან ეგეც საინტერესოა :)
0
№6
ავტორი: David_Beckham7
24 აგვისტო 2020 21:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ციტატა: Dato kutaisi
მადლობა ავტორს.
ტრანსფერებზე რაც ისაუბრა იმედია გასაგებია თუ როგორ მუშაობენ და ედიკა არაფერ შუაშია

ტრანსფერებზე ბოლოს ჩვენ ვკამათობდით და მართლა გასაგებია ამ.ნათწვამიდნა მაგრამ შუა თავი ედიკასი ვერ გავიგე. კაცმა მათლად ზტწვა მე.არ შემიძლია მოთამაშეს ხელი დავადო და ეს მინდა ვთწვა და ეგრევე მიყიდონო ამას განვიხილქვთო. ანუ რა გამოდის? ამ თუ იმ ფეხბურთელს რომელსაც ისურვებს გადახედავს ედიკა ფინანსურად ან ხოს ეტყვის ან არას და კი შევუკიკინეთ ამ სანჩოს და ეს სიტუაცია დავით შენ როგორ გესახება ამ თემიდან? ედიკამ Uტხრა მოდი სანჩო მოვიყვანოთ და აუ არა ედიკ ძვირია რას ამბობო ოლემ.უთხრა თუ რა არაფერ შუაშია ვერ გავიგე :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top