"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა გაამჟღავნა თავისი საიდუმლო საჯარიმო დარტყმების შესახებ.
იანვარში "სპორტინგიდან" "წითელ ეშმაკებში" გადასვლის შემდეგ, ფერნანდეშმა 22 მატჩში 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა, თუმცა მისი უმეტესი გოლი 11-მეტრიანი ნიშნულიდან არის გატანილი.
ამრიგად, ბრუნოს არ გამოუტოვებია თამაშები 2018 წლის ოქტომბრიდან, მაგრამ პორტუგალიელი მის საიდუმლოზე საუბრობს.
”მე საიდუმლო არ მაქვს. მე ვფიქრობ, რომ ბევრს ვვარჯიშობ ამისთვის, ძალიან მომწონს ვარჯიშები ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას იმას, თუ რას აკეთებენ სხვა გუნდის მეკარეები - როგორი განლაგებულები არიან თავიანთი პოზიციაზე და როგორ ვარჯიშობენ ისინი. მე გადავწყვიტე, მენახა ეს ყველაფერი და ისე შემესრულებუნა ჯარიმა. ”
”მე არ მაქვს რაიმე განსაკუთრებული საჯარიმო დარტყმის ტექნიკა. მე კონკრეტულად არ ვარჯიშობ რომელიმე მეკარისთვის, უბრალოდ ვაკეთებ იმას, რაც თავს კომფორტულად მაგრძნობინებს".
”თუ მე ხშირად შევცვლი საჯარიმო დარტყმის სტილს და ტექნიკას, ამ დროს მეკარეები დაცულად იგრძნობენ თავს. მე დარტყმამდე ვაკვირდები მეკარეს, მის მოძრაობებს და საკუთარი შეხედულებისამებრ ვწყვეტ თუ როგორ უნდა შევასრულო საჯარიმო დარტყმები.” - განაცხადა ფერნანდეშმა უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე.
ინტერვიუები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.