ცნობილი გახდა თავდამსხმელ დუგლას კოშტას ტრანსფერის თაობაზე "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "იუვენტუსს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები.
როგორც სხვადასხვა გამოცემები იტყობინებიან, "ეშმაკები" 29 წლის ბრაზილიელში 27 მილიონ ფუნტს ჩამოდიან, როცა "ბებერ ქალბატონს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 36 მილიონის მიღება სურს და დათმობაზე არ მიდის.
შეთანხმება ვერაფრით ხერხდება. მოლაპარაკებები კი ისევ გრძელდება.