"მანჩესტერ იუნაიტედმა" სეზონური ბილეთებისა და ანომომენტების მფლობელებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ კლუბის მატჩები სულ მცირე ამა წლის 1 ოქტომბრამდე უმაყურებლოდ ჩატარდება.
”ჩვენ ვმუშაობთ პრემიერ ლიგის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა სახელმწიფო დეპარტამენტებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა კარგად დავგეგმოთ და ვუზრუნველყოთ ოლდ ტრაფორდზე გულშემატკივრების უსაფრთხოდ დაბრუნება.” - ნათქვამია ოფიციალურ წერილში."
კლუბმა ასევე დაადასტურა, რომ აცნობიერებენ იმასაც, რომ მომავალი სეზონის ბილეთებისა და აბონომენტების ზოგიერთ მფლობელს ახალი სეზონისთვის ისინი ჯერ არ განუახლებიათ, ამიტომ კლუბმა პირობა დადო, რომ მალევე აცნობებენ მათ, თუ როგორ და როდის შეძლებენ ისინი სტადიონზე შეზღუდვების და მკაცრი წესების დაცვით მატჩებზე დასწრებას, ასევე ახალი თარიღები ცნობილი იქნება სეზონური ბილეთების გადახდის და განახლების დროს როდესაც კლუბი მიიღებს იმის ნებართვას, რომ მომავალ სეზონში მატჩებზე როგორ და რა რაოდენობის გულშემატკივრების დასწრების შესაძლებლობა იქნება.
კლუბი ასევე ავრცელებს ინფორმაციას და პირობას დებს იმის შესახებ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის რათა კარგად და კომფორტულად მოაწყონ გულშემატკივრები მატჩის ყურების დროს, რომლებიც აგრძელებენ აბონიმენტებს მომავალი სეზონისთვის მაგრამ შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვების გამო, გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლოს მატჩებზე დასწრება.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.