"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დინ ჰენდერსონი შემდეგ სეზონში შეფილდში აღარ ითამაშებს. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 23 წლის ინგლისელმა კლუბიდან წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა სადაც მან ორი სეზონი გაატარა.
”მინდა მადლობა გადავუხადო ყველას "შეფილდში" ამ საოცარი ორი წლის ყოფნის განმავლობაში,” - წერს ჰენდერსონი. ”არასოდეს დამავიწყდება ჩემს ძმებთან ერთად პრემიერ ლიგაში მისვლა და კარგი სეზონი, რომელიც ამის შემდეგ გავატარეთ”.
”მინდა მადლობა გადავუხადო მწვრთნელს, თანაგუნდელებს, პერსონალს და, რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს, რომლებმაც კარგად მიმიღეს და მხარი დამიჭირეს. მადლობელი ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა მესწავლა და განვითარება მიმეღო ფეხბურთელების ასეთ დიდ და კარგ ჯგუფთან ერთად როგორიც "შეფილდს ჰყავს. "
”არ შემიძლია ჩემს თავზე ცუდი ვთქვა ან ჩემს აქ გატარებულ კარიერაზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის! ერთხელ "წითელი", "წითელია" სამუდამოდ! ".
პრესის ცნობით, ჰენდერსონი ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალ კონტრაქტზე, მაგრამ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მოთამაშე დარჩება ოლდ ტრაფორდზე შემდეგ სეზონში, თუ ისევ სხვა კლუბის რიგებში ვიხილავთ.
ჭორების თანახმად, ჰენდერსონი მზად არის დარჩეს "იუნაიტედში" მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აუცილებლად მიიღებს კონკურენციის შანსს რათა დაამტკიცოს, რომ შეუძლია გახდეს "იუნაიტედის" პირველი მეკარე.