როგორც ბრიტანული გამოცემა "დეილი მეილი" იტყობინება, ბორმუთი მზადაა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი "მანჩესტერ იუნაიტედში" გაუშვას.
23 წლის უელსელი ვინგერის, დევიდ ბრუკსის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ფუნტს შეადგენს და თუ "იუნაიტედი" გადაიხდის ამ თანხას "ბორმუთი" მას უპირობოდ შეელევა. როგორც დეილი მეილი გვარწმუნებს, სანჩოს ჩაშლილი ტრანსფერის მერე, ბრუკსის "მანჩესტერში" გადასვლა სავსებით რეალურია.
შეგახსენებთ ბრუკსი "მანჩესტერ სიტის" აკადემიაში ირიცხებოდა, 2015 წლიდან კი "შეფილდის" ფეხბურთელი იყო. ხოლო 2018 წელს ის "ბორმუთში" გადავიდა და მიმდინარე წელს კარიერაში საუკეთესო სეზონი ქონდა. თუმცა მისმა ლიდერობამ "ბორმუთი" ჩემპიონშიპში გავარდნას ვერ გადაარჩინა.
ჭორები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.