"მანჩესტერ იუნაიტედმა" ვილიანს შესთავაზა ორწლიანი კონტრაქტი, სანამ ის შეუერთდებოდა "არსენალს" თავისუფალი აგენტის სტატუსით.
32 წლის ბრაზილიელმა დატოვა "ჩელსი" მას შემდეგ, რაც ვერ შეთანხმდა ახალ პირობებზე. "არისტოკრატებს" მხოლოდ 2 წლიანი კონტრაქტი სურდათ. "არსენალმა" ბრაზილიელს 3 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, კვირაში 200,000 ფუნტის ანაზღაურებით.
ხოლო ESPN Brazil იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედიც" დაინტერესებული იყო, თუმცა პირობებზე ვერ შეუთანხმდნენ ფებურთელს.